მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
Abe |
Nov 27 2008, 11:23 PM
პოსტი
#2
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მაშინ აქ დავდებ და გადაიწერს ვისაც უნდა.
აქ 2 შრიფტია გადმოწერა აბა, ვინ იცით კარგად ბეჭდვა... დამეხმარეთ, ერთად დავამზადოთ ასეთი ფორმატით ლოცვანი... თუ ნუსხურად კითხვა არ იცით არაა პრობლემა, არ არის საჭირო ცოდნა... მე დაგეხმარებით ყველაფერში |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 07:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი