მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
Abe |
Nov 28 2008, 02:21 AM
პოსტი
#2
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მუშაობა რამდენიმე საათის წინ დავიწყეთ 2-მა ადამიანმა და უკვე ასეთი მდგომარეობაა.
მოხალისეების ვებ-გვერდი ამ ვებ-გვერდს მუდმივად განვაახლებ და როდესაც დაემატება ახალი ლოცვა (როდესაც მე გამომიგზავნით) ამ გვერდზეც აღინიშნება. ამის გაკეთება საჭიროდ ჩავთვალე იმისთვის, რომ ერთი და იგივე ლოცვა არ გააკეთოს ბევრმა ადამიანმა და ახალმა მოხალისემ ის ლოცვა გააკეთოს, რომელიც მე არ მაქვს (რომელიც გასაკეთებელია) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 05:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი