ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
ცოტნე |
Jan 31 2007, 04:41 PM
პოსტი
#2
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
ციტატა სცდებით ბატონი ცოტნე. დედაჩემი ცეკვავდა წლების უკან თუ გაგიგია ბუხუტი დარახველიის ანსამბლში. ეს რამოდენიმე ათეული წლის უკან იყო. ამ პერიოდში ხდდებოდა ზუსტად სამაიას აღდგენა და ერთ-ერძთი პირველი ვინც ეს ცეკვა შეასრულა ზუსტად დედაჩემი იყო. მე იმის თქმა მინდოდა, რომ სამაია როგორც ასეთი მანამდე არ არსებობდა და არც რომელიმე კუთხისათვის დამახასიატებელი ცეკვაა.ულამაზესი კაბა რომლითაც სამაია იცეკვება აღებულია წმინდა თამარ მეფის ვარძიის ფრესკიდან, ხოლო ქორეოგრაფია კი ავტორის ფანტაზიითაა. მე რამდენადაც ვიცი ილიკომ სპეციალურად დაამატა რეპერტუარს რამდენიმე ცეკვა, იგივე სამაია, ნარნარი (რომელიც ასევე არახალხურია), რატა მოცეკვავეებს მიცემოდათ საშუალება გამოცვლის და დასვენების. უფროსი ილიკოს დროს არის შექმნილი ასევე ულამაზესი ქალის აჭარულის კაბა, სოლიკო ვირსალაძის მიერ. ციტატა ანსამბლის ხემძრვანელს ხშირად აჰყავდა ანსამბლში მთიული, სვანი ან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ხალხი. იცით რატომ ? იმიტომ რომ ისინი ყველაზე კარგად ცეკვავდნენ მათი კუთხისთვის დამახასიათებელ ცეკვებს, თუმცა მათთვის არც ილიკოს და არც ბუხუტის ცეკვა არ უსწავლებია. მათ წინაპრებისგან იცოდნენ ცეკვა და შეუდარებლები იყვნენ. მათი ანსამბლში აყვანაც ასე ვტავათ მათი ,,აღმოჩენით,, ხდებოდა, ადრე იცით, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი იყო გასტროლები. გარდა ჩაკვრებისა და სხვა დამახასიათებელი ილეთებისა, არსებობს კიდევ ისეთი ილეთები, ამ ილეთებს ვაჟები ასრულებენ, რომლებიც ქრისტიანდელი პერიოდის არის და სხვათა შორის რიტუალურიი მნიშვნელობა აქვს ამაში გეთანხმები მაგრამ ფაქტია რომ მხოლოდ ადგილზე ნანახი, ანუ სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ილეთებით არ შემოიფარგლება არც უფროსი და არც უმცროსი ილიკოს ქორეოგრაფია, ისინი რაღა თქმა უნდა მიმართულების მიმცემია ცეკვის ზოგადი სახისათვის, მაგრამ ბევრად უფრო დახვეწილი ფორმით არი ჩვენამდე მოტანილი. ასევე არა მგონია მთაში ვინმეს ჰაერში ორი ტრიალი და შემდეგ მუხლზე დაცემა გაეკეთებინა ან სხვა ურთულესი ტრიუკები, მაგრამ ხომ წარმოუდგენელია ქართული ცეკვა ტრიუკების ამ კასკადის გარეშე, რომელიც ხალხური ძირი არ აქვს რეალურად. ციტატა თუ შენ გინახია ბოლო მაგათი კონცერტები ნახა, რომ ზუსტად რივერ დანსივით მხოლოდ ფეხზეა აქცენტი და არა ხელზე ან ტანზე, ჯუთას ან ზეკარს თუ გულისხმობ, მასა რამდენიმე მომენტში კი ცეკვავს "მხოლოდ ფეხით" მაგრამ არა მთელ ცეკვას, და სოლოებს და დუტებს, ასევე ზეკარში ოთხი ბიჭის ულამაზეს ჩამოსვლას მხოლოდ ფეხით ნაცეკვს და რივერდანსს მიმგვანებულს ვერ დაარქმევ ნამდვილად -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი