IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტურგია - ქრისტიანული ცხოვრების მწვერვალი
მნათე
პოსტი Nov 28 2008, 06:57 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მე და კანუდოსელის გუშინდელმა დიალოგმა, ლიტურგიაში გარკვევისა და მისი არსობრივი წვდომის სურვილი გამიღრმავა.... ჩვეულებრივ ითვლება, რომ ქრისტიანული ქცევის ყველაზე მაღალი გამოხატულება, ლიტურგიაში თანამონაწილეობაა... რომლის მეშვეობითაც ღვთისმსახურება და დიდებისმეტყველება, უფრო მეტად კი მსახურების არსი და საყრდენი - ევქარისტია, ქრისტიანს განკაცებული ღმერთის თანაზიარებაში ზეციური იერუსალიმის პოტენციურ მემკვიდრედ გადააქცევს

საზოგადოდ ის განიხილება ტრანსცენდენტულ რეალობასთან, პიროვნულ ღმერთთან ყველაზე ახლო კავშირად დედამიწაზე, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული საიდუმლო და ენით გადმოუცემელი სასწაულით ქრისტეს შეხებისა და სხეულში მიღების საშუალება გვეძლევა... ევქარისტია განწმენდს ადამიანის ორსავე სუბსტანციას, ის არის სხეულისა და სულის სანკურნებელი, ნაკლოვანებათა განმაქარვებელი და ცოდვათა მიმტევებელი... გამუდმებული დასტური და თანხმობა ახალ, თვაისუფლებისთვის გათავისუფლებულ ადამიანობაზე, მოუკლებელი თანხმობა და ნათლობის ხელახალი დადასტურება... ლიტურგია თავის თავში აცოცხლებს ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას და ამ გაცოცხლებით ჩვენ გვაძლევს საშუალებას თანაბარ ღირსებაში ვიყოთ მათთან, ვისაც პატივი ჰქონდა ეხილა სამების განკაცებული მეორე ჰიპოსტასი დედამიწაზე, კაცთა ნათესაობაში მოსიარულე...

ვისაუბროთ ამ ურთულეს და იმავდროულად ისტორიულ ღვთისმეტყველებაზე....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ოიგიუს მინიმუს
პოსტი Nov 28 2008, 07:17 PM
პოსტი #2


giorgi
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 128
რეგისტრ.: 26-December 06
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 751



"მთელი მსოფლიოს სიმდიდრე რომ შევკრიბოთ და სასწორის ერთ მხარეს დავდოთ, ხოლო მეორე მხარეს ლიტურგია, საღმრთო ლიტურგია გადაწონის..." წმ. იოანე კრონშტადტელი.


--------------------
"პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 03:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი