პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
korinteli |
Nov 30 2008, 02:16 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 30-November 08 წევრი № 6,028 |
გამეცით პასუხი თუ რატომ არ ახდენს რეაქციას ეკლესია მლიქვნელ, ფარისეველ ადამიანებზე???საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დიდი ზარ-ზეიმით ამბით ამცნო საქართველოს, რომ 2008 წლის 30 ნოემბერს გელათის მონასტერში მოინათლა ორმოცი დღის ახალშობილი სოლომონ III. ითქვა, რომ ჩვილს დაბადების მოწმობაში სახელად ჩაუწერეს "სოლომონ III". ნაჩვენები იყო დიდი ტორტი წარწერით "სოლომონ III". ადამიანი იფიქრებდა, საქართველოს მეფეს ნათლავენო...
კაცი არ მიაქცევდა ამას ყურადღებას, დემოკრატიაა და ვისაც რა უნდა, იმას დაარქმევს შთამომავალს, რომ არა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა და ხალხის შეცდომაში შეყვანა. (ღმერთმა ის ბავშვის ბედნიერი გაზარდოს, მას არას ვერჩით). მე ვეხები იმ საშინელ ფაქტს რომელსაც საქართველოში წმინდა ფასეულობების შელახვა უნდა. თუ წაიკითხეთ სტატია ერთ-ერთ ჟურნალში სათაურით ""რა დავაშავეთ ქართველებმა"" ანდაც იმედის დილის გადაცემაში თამუნა გომართელის რეპორტაჟით "ჩვენი ბაგრატიონები"" ალბათ დაგებადებათ კითხვა :: ვინარიან ეს დიდგვაროვნები რომელნიც სულ ეხლახან გამოჩდნენ მედიის არენაზე სასაცილო ისარის რომ ეს ახალგამოჩეკილი "ბაგრატიონები" ნამდვილად ცხოვრობდნენ ამერიკაში მაგრამ სამწუხაროდ ისინი "ტიტანიძეები" იყვნენ. მერაბ ტიტანიძეს ანუ ეგრეთწოდებულ "სოლომონ ბაგრატიონს" ყავს მეუღლე თამარა გულედანი და შვილები: კახა ტიტანიძე "კახაბერ ბაგრატიონი" და ლაშა ტიტანიძე "ლაშაბერ ბაგრატიონი". ერთადერთი რაც მაგათ ქართველობასთან აკავშირებთ ეს დედის სვანური სისხლია. მე ვწუხვარ იმ ფაკტზე თუ როგორ თავისუფლად შეუძლია ვიღაც "ტიტანიანს" ( ეს მისი ნამდვილი პირველადი გვარია) გაერიოს ქართული ისტორიის იმ მოსაფრთხილებელ ნაწილში რასაც სამეფო გვარი ჰქვია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი