_ათი მცნება _, განვიხილვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
_ათი მცნება _, განვიხილვა |
sergi_glaxa |
Nov 17 2008, 11:19 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ვიცი რომ არის კიდევ ერთი თემა სათაურით 10 მცნება, მაგრამ იქ ერთი ფორუმელი ითხოვდა ვინმეს მისთვის დაეწრა 10 მცნება..
ამ თემაში შეძლებისდაგვარად განვიხილოთ ეს მცნებები...გამოვიყენოთ სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარებიც... 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა კაც-ჰკლა. 7. არ იმრუშო. 8. არ იპარო. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. |
KAIROS |
Nov 30 2008, 05:13 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვერ ვგრძნობ მაგ კონტექსტს აშკარად ციტატა რატომ არის მნიშვნელოვანი არ იმრუშო, ხოლო დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები უმნიშვნელოა? დალეწვა,დაჩეხვა და დანგრევა თუ მრუშობის, ქურდობის, მკვლელობის აკრძალვასთან თანაბარ მნიშვნელოვნად მიგაჩნია კაცობრიობისათვის ზნეობრივი განვითარებისათვის, ვერც მე და ვერც კანუდოსა ვერ მოგეხმარებით მხოლოდ ის ვინც სინაზე ქუხდა ციტატა შენის ნებართვით წინა ასხნას აღარ წავიკითხავ. როგორც ვხედავ, თუ მოინდომეთ ადეკვატური პასუხის გაცემაც შეგიძლიათ. ანუ რა გამოდის ახლა მათეს სახარებიდან - მოსემ ჩამოზიდა ბლომად მცნებები, მაგრამ იესომ გამოჰყო 6: 1. არა კაც-ჰკლა; 2. არა იმრუშო; 3. არა იპარო; 4. არა ცილი სწამო; 5. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; 6. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (თუმცა ეს უკანასკნელი მოსესთან მგონი არ ფიქსირდება. ) მაშ საიდან მოვიდა დანარჩენი 5 მცნება? ისინი ვიღამ შეარჩია? ნენა, რაფერ ურევ ყველაფერს უპირველესად, რატომ არ წაიკითხავ? შენს დონეზე ვერ გავქაჩე თუ დრო არ გეყო? არ წაკითხვაზე ნებართვა ნამდვილად არ მომიცია რა შემიძლია და რა არა, ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ ახლა საქმე, რა გიყვარს ეს გამოკიდებები, ისე რომ ტექსტს არ ხედავ ფაქტი, იმისა რომ უფალმა მოიყვანა ის მცნებები (თუნდაც ნაწილი,)და ისე დაწყობილი,როგორც ჩვენ გვწამს და მე გიწერ, ეს თავად არგუმენტია და ნუ გვაყრი თვალებში ნაცარს ( უფრო სწორად თავად იყრი ) ანუ მცნებები , რაც უფალმა გაიმეორა ზუსტად ემთხვევა მეოცე თავის, ფიქალებზე დაწერილს ( შესაბამისად) და ჩვენს მიერ მიღებულს და ყველას მიერ აღიარებულს ( შენი გამოკლებით ) ახლა საკითხი დგას, რატომ არ ახსნა დანარჩენი მცნებები და რას ნიშნავს ბოლო დანამატი? აი რომლები არ ახსენა უფალმა: 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. მეხუთე რაც აქ აკლია არის მეათე მცნება (" არა გული გითქმიდეს..."), რომელიც ფაქტობრივი გაგრძელებაა მრუშობისა ან ქურდობისა( ვინც გულში იფიქრა ცუდად, მან იმრუშა-ს პრინციპით) ანუ უფალმა აქ უბრალოდ გააერთიანა, რადგან არსობრივად ერთი ( ქურდობა-მრუშობა) ჩადენილი ცოდვაა, მეორე ( გულისთქმა) კი ნაფიქრი ცოდვა... (თან ამ მდიდარს სხვისი რა უნდა შეშურებოდა? ) მოკლედ მეათე მცნება ასეთუისე გასაგებია, რატომ არ იქნა მოხმობილი, შესაბამისია ბოლო დანამატიც, რომელიც ერთგვიარი შეკრებაა ზნეობრივი მცნებებისა, რომ გიყვარდეს, მოყვასი... დანარჩენები? საქმე იმაშია, რომ ათი მცნება შინაარსით იყოფა ორგვარად 1) საღვთისმსახურო მცნებებად და 2) ზნეობრივ მცნებებად, ისე ხატებზე ეს ოთხი მცნება ცალკე ფიქალზე დაწერილადაა წარმოდგენილი, დანარჩენი ექვსი, ზნეობრივი მცნებები მეორე ფიქალზეა დაწერილი, სხვაგან უფალი ორ უდიდეს მცნებაზე მიანიშნებს რჯულის მცოდნეს... 36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში? 37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5) 38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. 39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18) 40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული". (მთ. 22:36-40) ანუ აქ უფალი აერთიანებს ორივე ნაწილს იმ ათი მცნებისა, პირველი ოთხი პირველი და უდიდესი მცნებაა, რაც ღვთის სიყვარულში შეაჯამა უფალმა, დანარჩენი ექვსი კი არის შეჯამებული მოყვასის სიყვარულში, ასე რომ მარადიულ მცნებებში, სწორედ რომ ათი მცნება იგულისხმება, რომელსაც თავად უფალი განმარტავს აქ და სხვა რაიმე დანგრევა-დალეწვის, ძროხები და თხების ადგილი არაა... დავუბრუნდეთ წმ. წერილს უფალმა პირველი ოთხი არ შეახსენა, რადგან ის რომ ეს ჭაბუკი, ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, კერპებს არ აკეთებდა, შაბათს იცავდა და არც უფლის სახელს მოუხმობდა ამაოდ, ისედაც აშკარა იყო , რაც უფლის შემდეგი რეაქციიდან სჩანს: 21. ხოლო იესომ შეხედა და შეუყვარდა იგი და უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ; წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლაკახებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე და აიღე შენი ჯვარი. (მარკოზი 10, 21) ასე რომ უფალი არ შეხებია ჭაბუკის ქმედებების რიტუალურ მხარეს, არამედ მის ზნეობრივს შეეხო, რადგან ისევ ზნეობრივში უნდა ამხილოს, მისი სიმდიდრეზე მონობაში.. ასე რომ უფლის პასუხში ჩანს ათი მცნება, მათი მარადიულობა და არანაირი ძროხები და ლეწვები... მაცდენ-თქვა კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი