მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
Abe |
Nov 30 2008, 03:03 PM
პოსტი
#2
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მარიამი
ციტატა რა საჭიროა და ბევრი დაბეჭდავს და ისე წაიკითხავს. აბა ხატების მაგივრად მონიტორს ხომ არ დაიდებენ წინ და ისე ხომ არ ილოცებენ... პირობას გაძლევთ, ჩემს თავზე ვიღებ, რომ A4-მოერგება და ამ მხრივ პრობლემა არავის არ შეექმნება. ჯერ საიტისთვის შევქმნით მოხალისეები და მერე გადმოსაწერ ვერსიასაც გავაკეთებ თავისი ილუსტრაციებითა და გაფორმებებით, ისე როგორც ლოცვანს ეკადრება სარდიონ ციტატა მონიტორს რატო ?ტელევიზორიც წავა. ვფიქრობ რომ კომპიუტერში ლოცვების არსებობა (მაგ. საიტზე) საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი გაეცნოს მას, ნახოს მისი განმარტებები და ა.შ. ხოლო თავად ლოცვა ხატების წინ უნდა აღვავლინოთ. არ მეთანხმები? piligrimi ციტატა არ ვიცოდი თუ ხუცური შრიფტიც არსებობდა ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაგის გამოყებეისთვის ჯერ მისის სწავლა მომიწევს smile.gif მადლობა შრიფტის შემქმნელს სწავლას ადვილად მოახერხებ, "მამაო ჩუენო" გადაწერე რამდენჯერმე და უკვე საშუალო დონეზე გეცოდინება რაც შეეხება მადლობას, ნამდვილად არ მეკუთვნის მე მადლობა, რადგანაც ჩემამდეც არსებობდა ნუსხური შრიფტი კომპიუტერისთვის (და რათქმაუნდა კომპიუტერამდეც არსებობდა სტამბისთვის). პირიქით, მადლობა თქვენ, ვინც იცით ნუსხური და ვინც დაინტერესდით ნუსხური ანბანის შესწავლით. გკოცნით ყველას ამისათვის ბიძია თომა ციტატა კაროცე ის რარაც არ ვიცი რა ფოტოშოფი თუ უბედურება ეგ რომ ვინმემ კარგათ ამიხსნას სახარების აკრიფვას ვირებ ჩემს თავზე დიდი ხანი მოუნდები მარა არაუშავრს . მე გასწავლი დროს როგორც კი მოვიგდებ ხელთ. სახარების აკრეფა კი მეინია, ვერ ავიღებ მე ჩემს თავზე... ეს ხომ წმინდა წიგნია... თან, ნუსხური სახარებები იყიდება საეკლესიო მაღაზიებში. და სახარების კომპიუტერში წაკითხხვა მემგონი არც შეიძლება.... არ ვიცი, ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ... მოძღვარს დავეკითხოთ მერე... რაც შეეხება შრომატებადობას, მინდა ყველა მოხალისეს ვუთხრა ერთი მეთოდის შესახებ. 1) შევდივართ საიტზე http://convert.ge/ge/text.shtml 2) www.orthodoxy.ge -დან გადმოვაკოპირებთ პირველ (ზედა) უჯრაში ლოცვას. 3) "საიდან" დავაყენოთ _utf8_ "სად" დავაყენოთ _eng_ (საერთოდ საიტზე შესვლის დროს პირიქით აყენია და ჩვენ ასე შევცვლით) 4) დავაკლიკავთ ღილაკზე "გადაიყვანე" 5) მეორე (ქვედა) უჯრაში გაჩნდება ლათინური ასოებით დაწერილი ტექსტი. ამ ტექსტს დავაკოპირებთ Photoshop-ში (copy და paste-თი) და ფონტს ავირჩევთ abe-nusxa-xucuri. ზომასაც და ფერსაც ავირჩევთ ისე, როგორც ზემოთ მიწერია. 6) ამის შედეგად ტექსტი იქნება ერთ ხაზზე დაწერილი და საჭიროა Enter-ით ჩამოვიტანოთ რამდენიმე ხაზზე. 7) ჩავასწოროთ ტექსტი ძველ-ქართულად (ზემოთ დაწერილი მითითებების მიხედვით: ჩვენო-ს მაგივრად ჩუენო და ა.შ.) 8) გავასწოროთ ტექსტი მარცხენა და მარჯვენა კიდესთან სიტყვებს შორის დაშორებების გაზრდით და სიტყვების შემდეგ ხაზზე გადატანით. (ისე რომ ორივე გვერდზე დარჩენილი იყოს ძალიან პატარა "მინდორი", ისე როგორც http://pcmaster.ge/moxaliseebi/ დადებულ ლოცვებშია) 9) შევინახოთ .psd ფორმატში და გავაგზავნოთ besoqor@gmail.com -ზე. არცერთი თქვენი ნამუშევარი არ დაიწუნება, რაც არ უნდა დასახვეწი იყოს. მე ყველას დავაკორექტირებ! ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქტიურობისთვის ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! ! ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 08:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი