მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
დავით ივერიელი |
Jul 30 2006, 10:24 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
***
-------------------- მერე რა რომ . . .
|
მარიამი |
Jul 30 2006, 11:01 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს... გააჩნია რა იგულისხმება სამონაზვნო წესით ცხოვრებაში. მონაზონი დებს რამდენიმე აღთქმას, რომელიც არ მოეთხოვება ერისკაცს. მაგალითად, უპოვარების აღთქმა და ქალწულების აღთქმა. ამის გარეშე ერისკაცს შეუძლია ცხონება, რა თქმა უნდა, რადგან მისთვის აუცილებელი არაა ესენი. ხოლო სხვა მხრივ განსხვავება ერისკაცსა და მონაზონს შორის დიდი არაა. ლოცვა, მარხვა, ღვაწლი, კეთილი საქმეები ორივეს მოეთხოვება... QUOTE ქრისტეზე შეყვარებულნი თუ ერისგან გაქცეულნი... ქრისტეზე შეყვარებულნი, ჩემი აზრით... რადგან მონაზვნობა არ არის რამეს მოძულება, რამესგან გაქცევა... მონაზვნობა ღმერთთან მუდმივი ერთობის სურვილია. მონაზვნობა არის თავგანწირვა, თავგანწირული ადამიანების გარეშე კი, მოგეხსენებათ, არც ერთი საქმე არ კეთდება წესიერად... შედარებისთვის რომ ავიღოთ: დიდი მხატვარი, დიდი მუსიკოსი, დიდი მეცნიერი... ყველა ესენი თავგანწირული ადამიანები იყვნენ, ისინი არ ცხოვრობდნენ საერო ორომტრიალში, თითქოს გარიყულნი იყვნენ, მაგრამ არა გაქცეულნი, ისინი ამ ყველაფერზე მაღლა იდგნენ და თავს სწირავდნენ რაღაც უფრო დიდს, ვიდრე ყოფითი წვრილმანებია... მათი საქმიანობა კი საბოლოოდ ისევ ერს წაადგებოდა. ჩვენ (ჩვეულებრივი მოკვდავები) ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებთ იმ მსხვერპლის შედეგს, რასაც ასეთი ადამიანები გაიღებენ... სწორედ ასეთი ხალხია მონაზვნებიც, რომლებიც ამ ყველაფერზე მაღლა დგანან და თავს სწირავენ ღმერთს და ამით არა მარტო სულს იცხონებენ, არამედ უამრავ დიდ საქმეს აკეთებენ. ამის დასტურად გადახედეთ თუნდაც საქართველოს ისტორიას: ვინ ააშენა ეს დიდებული ტაძრები, ვინ დაწერა და თარგმნა ის წიგნები, დღეს რომ ძალიან გვეამაყება? ვინ შეიტანა ლომის წვლილი დიდებული ქართული კულტურის შექმნაში? ბერ-მონაზვნებმა... ბერები იყვნენ: იაკობ ხუცესი, გრიგოლ ხანძთელი, შოთა რუსთაველი, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელები და რომელი ერთი ჩამოვთვალო... მგონი საკმარისია რაღაც გრძელი სიტყვა გამომივიდა, მოკლედ ვერ ვთქვი თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ თემის გავრცობა კიდევ შეიძლება... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი