_ათი მცნება _, განვიხილვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
_ათი მცნება _, განვიხილვა |
sergi_glaxa |
Nov 17 2008, 11:19 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ვიცი რომ არის კიდევ ერთი თემა სათაურით 10 მცნება, მაგრამ იქ ერთი ფორუმელი ითხოვდა ვინმეს მისთვის დაეწრა 10 მცნება..
ამ თემაში შეძლებისდაგვარად განვიხილოთ ეს მცნებები...გამოვიყენოთ სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარებიც... 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა კაც-ჰკლა. 7. არ იმრუშო. 8. არ იპარო. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. |
egri3 |
Dec 1 2008, 03:28 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
KAIROS
ციტატა დალეწვა,დაჩეხვა და დანგრევა თუ მრუშობის, ქურდობის, მკვლელობის აკრძალვასთან თანაბარ მნიშვნელოვნად მიგაჩნია კაცობრიობისათვის ზნეობრივი განვითარებისათვის, ვერც მე და ვერც კანუდოსა ვერ მოგეხმარებით ნუ დემაგოგობ. ქურდობა და მკვლელობა არ დამიწერია, შენც ნუ მოიხსენიებ პასუხისას. ვადარებთ მრუშობას და სხვა რელიგიის სალოცავების განადგურებას. რატომაა მრუშობა უფრო მნიშვნელოვანი? რა არის მრუშობა? ვინ/რა განსაზღვრავს რა არის მრუშობა? არის თუ არა მრუშობა საერო ქორწინებაში მყოფთა სექსი? არის თუ არა მრუშობა წანწლობა? დანარჩენს მერე გკითხავ. ციტატა უპირველესად, რატომ არ წაიკითხავ? შენს დონეზე ვერ გავქაჩე თუ დრო არ გეყო? დამეზარა. ჩავთვალე, რომ მეორე პოსტიც იგივე საკითხს ეხებოდა. პირველი კი აშკარად ბევრად ვრცელი იყო. ციტატა ანუ მცნებები , რაც უფალმა გაიმეორა ზუსტად ემთხვევა მეოცე თავის, ფიქალებზე დაწერილს ( შესაბამისად) და ჩვენს მიერ მიღებულს და ყველას მიერ აღიარებულს ( შენი გამოკლებით ანუ დანარჩენს არ აღიარებთ? არანაირად არ ემთხვევა. თანამიმდევრობა აშკარად განსხვავებულია. 34-ე თავი, 20-ე თავის რამდენიმე მცნებას იმეორებს. კერძოდ, პირველს, მეორეს, მეოთხეს, მეშვიდეს. დანარჩენების აქტუალობა როგორც ჩანს დაიკარგა. და შენ გინდა მითხრა, რომ მდიდარი ყმაწვილის იგავში, იესო აბრუნებს პირველ მცნებებს, თანაც ათივეს, ანუ მათაც რომლებსაც არ მოიხსენიებს? ციტატა დავუბრუნდეთ წმ. წერილს უფალმა პირველი ოთხი არ შეახსენა, რადგან ის რომ ეს ჭაბუკი, ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, კერპებს არ აკეთებდა, შაბათს იცავდა და არც უფლის სახელს მოუხმობდა ამაოდ, ისედაც აშკარა იყო ეგ აშკარად არ ჩანს. ციტატა ასე რომ უფლის პასუხში ჩანს ათი მცნება, მათი მარადიულობა და არანაირი ძროხები და ლეწვები... მე ვფიქრობ, რომ ეგ შენი სურვილია და არა შენი უფლის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი