_ათი მცნება _, განვიხილვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
_ათი მცნება _, განვიხილვა |
sergi_glaxa |
Nov 17 2008, 11:19 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ვიცი რომ არის კიდევ ერთი თემა სათაურით 10 მცნება, მაგრამ იქ ერთი ფორუმელი ითხოვდა ვინმეს მისთვის დაეწრა 10 მცნება..
ამ თემაში შეძლებისდაგვარად განვიხილოთ ეს მცნებები...გამოვიყენოთ სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარებიც... 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა კაც-ჰკლა. 7. არ იმრუშო. 8. არ იპარო. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. |
KAIROS |
Dec 1 2008, 09:43 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არგუმენტები ნული მეგობარო, ნული
დემაგოგობას ნუ მაბრალი შენს გახარებას, უბრალოდ ჩვენთვის მრუშობაც ისეთივე მძიმე ცოდვაა, როგორც ქურდობა და ა.შ. აშკარად კამათის სულს ყავხარ შეპყრობილი ეგრი ბატონო და არა ჭეშმარიტების ძიების, ამიტომაა,რომ ერთი საკითხიდან მეორე გადახტომა გინდა, ახლა მრუშობა რატომაა ცოდვაო, მერე თანამიმდევრული არააო, არადა უნათლესად სჩანს, რომ უფალი იმ მარადიულ მცნებებს ეყრდნობა და იყენებს, რაც ჩვენ გვწამს, თანამიმდევრული თუ რატომ არაა ეგ დავწერე, შენ რათქმაუნდა არ მიიღე, როგორც იმას არ იჯერებ, რომ ყმაწვილი იყო ღვთისმსახური, არადა უფალი ეუბნება "ერთიღა გაკლიაო" და უთხრა რაც აკლდა ( სიმდიდრის მონობიდან გამოსვლა) და შენი მაღალი ლოგიკით კერპთაყვანისცემელი ან რჯულის დამრღვევი რომ ყოფილიყო, მოერიდებოდა და არ ეტყოდა თუ? მოკლედ უნდა გაწყენინო ეგრი3, მაგრამ შენთან ახლა უშედეგო და კამათის გულისათვის კამათს ნამდვილად არ გავაგრძელებ, უნაყოფოა და იმიტომ... აგერ გიტოვებ მნათულიკოს უყვარს მაგას ენის ალესვა და აბა ჰე წარმატებები კაიროსი! პ.ს. ეს მცირე პატერიკი გამოგადგება წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი