IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მაცხოვრი და ღვთისმშობელი სპარსულლ პოეზიაში....
დავით ივერიელი
პოსტი Nov 6 2006, 10:52 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ათთარი
(XII - XIIIს.ს.)
***
ერთხელ იესო ქრისტემ ქუჩაში
გამობრძანება როცა ინება,
იუდეველნი გამოეკიდნენ
და წმინდას ბილწად უყვეს გინება.
უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ, ზოგიც
ის კი იდგა და ლანძღვის სანაცვლოდ
უტვლიდა იმ ხალხს ლოცვა-კურტხევას.
ერთი გამვლელი გაოცდა, ქრისტეს
ასეთი ქცევა იხილა როცა,
უთხრა: "ეს მიკვირს,
ვინც შენ გიკურთხებს,
მათ რომ მატ რომ კურთხევას აძლევ და ლოცავ!" -
"ნუ გაგაოცებს, რაც დღეს იხილე! -
ამაზე იმ კაცს მიუგო ქრისტემ, -
რისი ბუუნებაც აქვს დაყოლილი,
ყოველი არსი იქცევა ისე"

ერაყი ჰამადანელი
(1213 - 1289)
***
მზე გამიბრაზდა და გამეყარა,
ოხრად დამიგდო კარი და სახლი.
ვარ მაშ წყვდიადში გამომწყვდეული,
ვასკდები კედლებს, კარებს თავს ვახლი.
ასეთი ყოფნა გინახავთ სადმე?
ასეთი გვემა გსმენით ამბად?
დამაგდო ქრისტემ სხვა ვინ მიშველის!
ისეთ სახმილში ვარ ჩავარდნილი,
მტერი რომ ჩემი მტერი, ვიცი,
უყურებს ამ ცემს ტანჯვას და კაცის
საცოდაობით შორიდან იწვის.

ხაჯო ქირმანელი
(1290 - 1315)
***
ისე საამო ამბები მესმის
მისგან და ისე ვიხარებ ამით,
თითქოს მომაკვდავს ქრისტემ მიუსწრო
ან ყანას წვიმამ ასხურა ნამი!
ეს რა საამო სურნელი მოაქვს
ზეფირს ყოველი წუთი და წამი!-
ნელსაცხებლებით მოვაჭრემ
დახლზე
ხომ არ გადმოდგა
მუშკ-ამბრის ჯამი?

თია შამირანელი
(1853წ)
***

დიდება, როგორ გგონია,
გზაზე ვაგლახად ეგდება?
დედის საშოდან მოგვსდევს ის,
ხელთ მერე კი არ იდგება!
ქრისტე რომ ასე აღზევდა?
აბა ვის გაუკვირდება?!
ღვთისმშობლის წმინდა კალთიდან
აჰყვა მაცხოვარს დიდება.

დანარჩენს მომავალში დავდებ... wink.gif აბა ამ ლექსებზე რას ფიქრობთ???



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
maikoo-84
პოსტი Dec 2 2008, 12:03 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 26-November 08
წევრი № 6,002



ალაჰი (არაბ. الله allah) - ისლამის ღმერთი, ყოველი არსის ღმერთი, სამყაროს გამრიგე, ცის, მიწისა და ადამიანის მეუფე, უფალი, ე.ი. ყოვლისშემძლე მფლობელი, არსთა მპყრობელი. ალაჰის რწმენა ისლამის პირველი დოგმატია. აქვს მონოთეისტური ღმერთის ყველა მონაცემი. აქვს 99 ზედწოდება (99-ე არის ქრისტე არაბულად): ყოვლიშემძლე, დიდი, ბრძენი, მოწყალე, კეთილი და ა.შ. განაგებს მთელი ხალხების და ცალკე ადამიანის ბედს. ითხოვს აბსოლუტურ მორჩილებას. ურჩს ჯოჯოხეთი მოელის.

ისლამის მამამთავარმა და მოქადაგემ ბევრი რამ აიღო იუდაიზმისა და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს (ნოჰ), აბრაამს (იბრაჰიმ), იაკობს (იუყუბ), ისააკს, მოსეს (მუსა), დავით მეფეს (დაუდ) და სოლომონ მეფეს (სულეიმან), წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც მთლიანად შედგება მუჰამედის ქადაგებებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი