![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
ამ თემაში ვისაუბროთ წარმართულ რიტუალებზე, მათთან ბრძოლის ხერხებზე
მაგალითისთვის ავიღოთ ნათლობა: თურმე: 1. ნათლიების რიცხვი ლუწი უნდა იყოს 2. ნათლობის დროს ნათლულს რაიმე უნდა დავანათლოთ 3. მონათვლიდან მესამე დღეს მონათლულს ფეხები სხვა ადამიანმა უნდა დაბანოს და ტაშტში ხურდა ფული უნდა ჩაუყაროს (ეს პიროვნებაც ნათლიად იწოდება თურმე) და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საიდან იღებს სათავეს ეს წარმართული ჩვეულებები და რატომ არის ქრისტიანობასთან ასე "შერწყმული"? როგორ ებრძვით წარმართობას? (80% ხომ წარმართები ვართ) |
![]() ![]() |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
დათიკო
ციტატა აჰა, ესე იგი თუ ებრაელი ვარ ან პროტესტანტი პოლში მონაწილეობა ავტომატურად მეკრძალება? ისე, ჩემო კარგო, ეს ფორუმი კი არის მართლმადიდებლური, მაგრამ ჩვენ ზუსტად ისევე ვიღებთ ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს როგორც მართლმადიდებლებს. მათ ისევე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ფორუმის ყველა ფუნქციით, როგორც მართლმადიდებლებს. მართლმადიდებლობა ავტომატურად არ ნიშნავს რაიმე პრიორიტეტულ სტატუსს ამ ფორუმზე. ეს გამოკითხვა მართლმადიდებლებს ეხება, თუ დემოკრატიაა, არ მაქვს უფლება მხოლოდ მართლმადიდებლებს მივმართო? ასეა რასიზმი ზანგების მოგონილია და პროტესტანტების.... ბოდიშს ვიხდი, რომ არ დავაკონკრეტე მხოლოდ მართლმადიდებლები გამომეხმაურეთ და პროტესტანტებს და კათოლიკეებს არ გეწყინოთთქო... ![]() ერთიც გამარკვიე: ფორუმის თავზე ჯვარცმა რომ არის გამოსახული დამართლმადიდებლური ფორუმი აწერია ბუდისტებს არ სწყინთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი