სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მნათე |
Nov 14 2008, 02:51 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ ჩვენში (სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვას "სული", შეუთანხმებელი ტერმინია მაინც), ეს ხომ ნიშნავს რომ არ არსებობს მატერიის პროცესებისგან თავისუფლება, (მაშასადამე ფიზიკისგან, ქიმიისგან, გეოგრაფიისგან, გარემოებებისგან) და ის რასაც ადამიანის მოქმედებებსა და პირად გადაწყვეტილებებს ვეძახით, მხოლოდ პროცესის ნაწილი და ამ პროცესების წინასწარგანზრახვულობათა მოქმედებით დაგვირგვინებული რეაქციაა?
მაშასადამე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ მატერიალურ სამყაროს, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ და მეცნიერული მეთოდით ვიმსჯელოთ მხოლოდ მასზე, ეს ნიშნავს რომ ის მართლაც არსებობს და წარმოადგენს ყველაფერს ჩვენ ირგვლივ (მე ამის არ მჯერა, მაგრამ სიტუაციას შევესაბამები *** მერე იტყვიან ფილოსოფია აბსოლუტური არსებისა და ღმერთის ცნებას არ საჭიროებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
| გიორგი |
Dec 3 2008, 12:19 AM
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ, და ფატალიზმის კვალდაკვალ არ არის მართალი. თითქოს თავიდან სწორად დაიწყე, რომ: ციტატა თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ, ეს ხომ ნიშნავს რომ არ არსებობს მატერიის პროცესებისგან თავისუფლება. მაგრამ: უპირველეს ყოვლისა საჭიროა განისაზღვროს რა არის მატერია. შემდეგ კი შენს მიერ ნახსენები: "მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ" მატერიის ორი ძირითადი განმარტება არსებობს: ზოგადი და მეცნიერული. ზოგადი: მატერია არის ყველაფერი ის, რასაც გააჩნია მასა და მოცულობა. მეცნიერული: მატერია არის ყველაფერი ის, რაც ატომებისა და მოლეკულებისაგან შესდგება. ორივე განმარტება საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და მთლიანად დამოკიდებულია გარკვეული ეპოქის მეცნიერულ ცოდნაზე და ტერმინოლოგიაზე, შესაბამისად ეს განმარტებები იცვლებოდნენ და შეიცვლებიან მომავალშიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუშინ სხვა რაიმეს ვუწოდებდით მატერიას, დღეს სხვა რაიმეს ვუწოდებთ და ხვალ სულ სხვა რაიმეს. ზუსტმა მეცნიერებებმა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალონ "მატერიისადმი" დამოკიდებულება. "ზოგად განმარტებაში" ვკითხულობთ, რომ მატერიას აუცილებლად უნდა გააჩნდეს მასა. არადა უამრავ ნაწილაკს, მაგ. ფოტონს, უძრავობის მასა არ გააჩნია. მისი ინვარიანტული მასა არის 0-ის ტოლი. გრავიტაციული მიზიდულობის გადამტანი ჰიპოთეზური ნაწილაკი გრავიტონი შესაძლოა უმასო ნაწილაკი აღმოჩნდეს. ასევე, მეორე, "მეცნიერულ განმარტებაში" ვხედავთ, რომ მატერია ყოფილა ყველაფერი ის, რაც ატომებისა და მოლეკულებისაგან შესდგება. მაშინ რა არის პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი? ეგენიც მატერიად უნდა ჩავთვალოთ. მივყვეთ ასე და მივალთ კვარკებამდე. თანამედროვე მეცნიერება კვარკსაც მატერიად თვლის. (ვხედვათ, რომ ზემოთ ხსენებული განმარტება საკმაოდ მოძველებულია, სულ მცირე ათეული წლებით). გავცდეთ კვარკვებს. არის თანამედროვე ჰიპოთეზები სიმების და M-თეორიაში, რომლის მიხედვითაც ელემენტარული ნაწილაკები წარმოადგენენ მრავალ განზომილებაში მერხევ სიმებს. ამ სიმებს შესაძლოა ჰქონდეთ ჩვენთვის ნაცნობი ნაწილაკებისაგან განსხვავებული ჰიპერმეტრული და ენერგეტიკული თვისებები, გავცდეთ M-თეორიასაც თავისი სიმებით და ჩვენს წინ გადაიშლება მრავალგანზომილებიანი სამყარო, რომლის მახასითაებლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, არადა ისინიც ფიზიკური სიდიდეები არიან, მათი რაოდენობა თეორიულად ძალიან დიდი შეიძლება იყოს. თუ ამ ყველაფერს მატერიად მივიჩნევთ, კიდევ უფრო შორს მოგვიწევს წასვლა მატერიის განსამარტად და დღევანდელი "ფიზიკური" პროცესები მხოლოდ მცირედი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს რეალური მატერიალური პროცესების. მაშინ რა არის მატერია? სად "მთავრდება" მატერია? რას ნიშნავს მატერიისგან დამოუკიდებლობა? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს "მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ"-ის განმარტება. ასეთი სიტყვათა წყობა მხოლოდ ფილოსოფიაში შეიძლება იყოს. მატერია შეიძლება არსებობდეს დროის მიღმაც, შეიძლება დროც პირობითი აღმოჩნდეს, შეიძლება მატერიაში არსებობდეს ინტელექტები ანდა თვითონ მატერია იყოს ინტელექტი. შეიძლება არც არაფერი არ არსებობდეს და თვითონ მატერია თავისივე თავში გვაძლევდეს ე.წ. "არჩევანის გაკეთების" საშუალებას, რადგან მეგამატერიის მეგასტრუქტურა ისე იყოს აწყობილი რომ მასში გარკვეულ პროცესებისათვის ე.წ. "ლუფტი" არსებობდეს, როგორც მათემატიკური ფუნქცია იღებს ერთი და იგივე მნიშვნელობას x-ის სხვადასხვა მნიშვნელობებისათვის. შეიძლება სამყარო საერთოდ გვეთამაშება და სწორედ იმდენი ალტერნატიული "თაიმლაინი" არსებობს, რამდენი ვარიანტიც ჩვენ გონებას მიეცა არჩევანის გასაკეთებლად, რათა ჩვენმა n-ურმა კოპიოებმა, სხვადასხვა "თაიმლაინებში" სხვადასხვა ქაოსური ქმედება მოახდინონ, რომელთა ერთობლიობა კიდევ უფრო მაღალი განზომილებიდან შეადგენს ერთ სრულს, რომელშიც არჩევანი გავაკეთეთ. იქნებ თვითონ მატერია არის ისე მოწყობილი რომ მასშივე დევს არჩევანის შესაძლებლობა? ჩვენ ეს არ ვიცით, უფრო მეტიც, მატერია რა არის ისიც არ ვიცით და საერთოდ მგონი რომ თითქმის არაფერი არ ვიცით. თავისუფალი ნების არსებობის შესაძლებლობას შეიძლება თვითონ მატერია გვანიჭებდეს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ Nov 14 2008, 02:51 AM
egri3 მნათე
მოგეხსენება... Nov 25 2008, 03:48 PM
მნათე egri3
ვოომდა მანდანა áƒ... Nov 29 2008, 06:07 PM
neo ჰო ეგრეა გონების, იá... Nov 29 2008, 06:44 PM
გიორგი მნათე
ეს ყველაფერáƒ... Nov 29 2008, 07:03 PM
მნათე გიორგი
მაგ ყოლიფრá... Nov 29 2008, 07:06 PM
egri3 მნათე
პრინციპული áƒ... Dec 1 2008, 02:23 PM
Delusion მნათე
დაგავიწყდა რ... Dec 2 2008, 09:59 PM
მნათე
მატრიცული თეორია á... Dec 3 2008, 12:07 AM
მნათე
ფიზიკის კურსის ჩაá... Dec 3 2008, 12:35 AM
გიორგი მნათე
მიზეზ-შედეგáƒ... Dec 3 2008, 12:44 AM
მნათე
საკუთარ თავს ანიჭá... Dec 3 2008, 12:46 AM
გიორგი მნათე
თავისთავადო... Dec 3 2008, 12:49 AM
მნათე
შენ რას ეწინააღმდá... Dec 3 2008, 12:49 AM
გიორგი მნათე
მატერიისგან... Dec 3 2008, 01:02 AM
მნათე
აბსურდია ახლა ეს ბ... Dec 3 2008, 01:06 AM
გიორგი მნათე
კატეხიზმო რáƒ... Dec 3 2008, 01:11 AM
მნათე
ამ შემთხვევაში შეá... Dec 3 2008, 01:14 AM
გიორგი მნათე
გასაგებია, მá... Dec 3 2008, 01:21 AM
iber მატერია–თუ ყველაფá... Jan 1 2009, 06:34 PM
მნათე
ანუ რას ვაღიარებთ ... Dec 3 2008, 01:26 AM
გიორგი მნათე
კი არ ვაღიარá... Dec 3 2008, 01:45 AM
კანონისტი ერთი საინტერესო მა... Dec 3 2008, 12:48 PM
მნათე
და თუ მატერია არ იáƒ... Dec 3 2008, 06:52 PM
გიორგი მნათე
მატერია ნამდ... Dec 4 2008, 03:20 PM
მნათე
გიორგი, მატერია თუ... Dec 4 2008, 03:29 PM
გიორგი მნათე
კი არ ვასკვნá... Dec 4 2008, 03:43 PM
მნათე
მაინც არის ეს ლოგი... Dec 4 2008, 03:53 PM
გიორგი მნათე
ჩვენს სუბიეá... Dec 4 2008, 04:57 PM
მნათე გიორგი
გავდივარ აá... Dec 4 2008, 05:11 PM
გიორგი მნათე
დრო ერთ-ერთი ... Dec 4 2008, 05:34 PM
Giorgi- გიორგი
მდაააა...
და... Dec 4 2008, 06:02 PM
გიორგი Giorgi-
თეორიულად უსასá... Dec 4 2008, 06:04 PM
Giorgi- გიორგი
არადა კანუ... Dec 4 2008, 06:05 PM
გიორგი Giorgi-
მეტი არაა ჩემი áƒ... Dec 4 2008, 06:06 PM
Giorgi- გიორგი
თეორიულად ... Dec 4 2008, 06:06 PM
Ismail არ ჯობია გავაერთია... Jan 1 2009, 10:38 PM
კანონისტი Ismail
ღვთისმეტყველებá... Jan 1 2009, 10:40 PM
თამარი_ცქნაფო მე ვუშვებ და მიხედáƒ... Jan 8 2009, 10:55 PM
marine „როგორც დოსტოევსკá... Nov 4 2014, 04:18 PM
marine "სწავლება იმაზე, áƒ... Apr 16 2015, 09:17 PM
marine "ვისაც ღმერთის არ... Apr 24 2015, 09:51 PM
marine "ათეიზმი ტრაგედიá... Apr 29 2015, 02:42 PM
marine "ნამდვილი მორწმუá... May 9 2015, 08:06 PM
marine "მორწმუნის წინაშá... May 23 2015, 11:01 PM
marine "ყველაზე ადვილი გ... May 24 2015, 07:03 PM
marine "ზოგჯერ ადამიანი ... Sep 4 2015, 10:16 PM
marine "ურწმუნოებისა და ... Oct 8 2015, 07:16 PM
marine "სავალალო ურწმუნá... Oct 11 2015, 10:58 PM
marine "ღმერთის მტკიცებá... Oct 15 2015, 08:30 PM
marine "ყველა უსჯულო,რომ... Oct 16 2015, 12:43 PM
marine "ძალით ვერავის გა... Mar 1 2016, 10:45 PM
marine "მრავალ ადამიანს ... Mar 31 2016, 10:54 PM
marine "თუკი ღმერთი არ აáƒ... Apr 8 2016, 03:17 PM
marine "ჩემი ცოდნა პესიმ... Apr 24 2016, 06:23 PM
marine "მორწმუნეთათვის á... Apr 29 2016, 11:12 PM
marine "ამერიკელი ჟურნაá... May 8 2016, 08:20 PM
marine "გულისგამქვავებáƒ... Jun 25 2016, 10:21 PM
marine "უხსენებელი ლენიá... Jul 24 2016, 09:13 PM
marine "ურწმუნო ადამიანá... Jul 26 2016, 05:24 PM
marine "ადამიანი თავის უ... Jul 29 2016, 11:06 AM
marine "ვინც ღმერთს გმობ... Aug 28 2016, 09:02 AM
marine "უღმეთობა, თავისი... Nov 7 2016, 10:32 PM
marine "უღმერთობა ყველაá... Jun 20 2018, 01:46 PM
marine "საზოგადოების გაá... Jun 22 2018, 08:47 PM
marine "ათეიზმი მოდად იქ... Jun 29 2018, 05:03 PM
marine "ინდივიდუმ-ათეისá... Feb 5 2019, 07:01 PM
marine "ახალგაზრდები ათá... Mar 7 2019, 06:27 PM
marine "ბიბლია ათეისტს ა... Jul 29 2019, 08:58 PM
marine მოსწრებული პასუხი
... Aug 5 2019, 12:22 PM
marine "კითხვა: როგორ მოáƒ... Aug 10 2019, 02:19 PM
marine ''ათეისტი ადამია... Jul 3 2020, 07:59 PM
marine "ათეისტურია ერთაá... Jan 19 2021, 09:58 PM
marine "კომუნისტური წყოá... May 9 2021, 06:33 PM
marine "პეპელას თვალები ... May 29 2021, 07:24 PM
marine "სადაც ურწმუნოებá... Jun 5 2021, 08:37 PM
marine "ურწმუნოებაც ასეá... Jul 13 2021, 08:21 PM
marine "ვინ იცავს ასე თაáƒ... Jul 17 2021, 05:48 PM
marine "ღვთის არსებობისá... Jul 28 2021, 07:58 PM
marine "ურწმუნოება გვიკá... Aug 25 2021, 11:17 AM
marine "ურწმუნოება ცრურá... Sep 2 2021, 09:58 PM
marine "ცრურწმენა და ურწ... Sep 4 2021, 05:50 PM
marine "ღვთის შიში დღეგრ... Jan 25 2022, 08:47 PM
marine "1931-1932 წლის ანტისაშ... Feb 5 2022, 07:56 PM
marine "სიცოცხლე ან სიáƒ... Feb 8 2022, 03:36 PM
marine "ღვთის უარყოფა თა... Feb 10 2022, 08:14 PM
marine "საბაის დედოფალს ... Feb 15 2022, 06:57 PM
marine "ათეიზმი და მატერ... Sep 21 2022, 08:14 PM
marine "ნუ იჩქარებ უღმერ... Dec 13 2022, 09:38 PM
marine "უღმერთოდ დარჩენá... Dec 15 2023, 09:16 PM
marine "წმ. მღვდელმთავარ... Dec 17 2023, 11:19 AM
marine "მამა ვალენტის [წáƒ... Mar 17 2024, 09:13 PM
marine "ცხოვრება უღმერთá... Apr 2 2024, 09:22 PM
marine "რას ნიშნავს ათეი... Jul 29 2024, 06:30 PM
marine "ფ. დოსტოევსკი ამáƒ... May 3 2026, 07:45 PM
marine "ადამიანი მხოლოდ ... May 6 2026, 01:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2026 - 04:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი