ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Nov 7 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
რა თქმა უნდა ფეხით მოლოცვა ყველაზე მადლიანია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ველოსიპედი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, შრომა-ღვაწლიც არის და სულიერი დატვირთვაც...
ველომომლოცველთა აქტიური სეზონი იწყება მარტში და გრძელდება ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს კლიმატურ პირობებში შესაძლებელია მოგზაურობა მთელი წლის მანძილზე. აქტიურ სეზონამდე დარჩენილი არის 3 თვე, ასე რომ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედის შეძენაც (ამ პერიოდში 100-200 ლარით იაფია ველოსიპედი ), მარშრუტის დასახვაც და ა.შ. პირველ ეტაპზე მოვილოცავთ თბილისის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ ვიფიქრებთ შორეულ მანძილებზეც... თუ იქნება დაინტერესება გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები... |
Dato-2 |
Nov 24 2008, 07:57 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
სანდრო და დათო... ნუგზარი ძლიერი სულის ადამიანია, მაგრამ ჯანმრთელობისათვის ქუდი აუცილებელია ძმაო! წავედიიიიიიიიით... ვიწრო და სახიფათო გზაზე უმჯობესია ასე ვიაროთ!... გზა იყო გრძელი და დამქანცველი... ...ისევ დავეშვით მდინარესთან... გაზაფხულზე აქ ძალიან ლამაზია... ასე დასრულდა ჩვენი ვარჯიში... უახლოეს მომავალში, თუ იქნება ნება ღვთისა, კარგ ამინდში, მოლოცვას განვახორციელებთ, : შიომღვიმის, ანტონ მარტმყოფელის და გარეჯში: იოანე ნათლისმცემლის და დავით გარეჯელის მონასტრებში... ჩვენ შემოგვიერთდა კიდევ ერთი ველო-მომლოცველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, უკვე ხუთნი ვართ, ამის შესახებ შემდეგ ვისაუბრებთ... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ამინ! |
ნათია |
Dec 3 2008, 11:09 AM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ვიწრო და სახიფათო გზაზე უმჯობესია ასე ვიაროთ!... ...ისევ დავეშვით მდინარესთან... გაზაფხულზე აქ ძალიან ლამაზია... ასე დასრულდა ჩვენი ვარჯიში... უახლოეს მომავალში, თუ იქნება ნება ღვთისა, კარგ ამინდში, მოლოცვას განვახორციელებთ, : შიომღვიმის, ანტონ მარტმყოფელის და გარეჯში: იოანე ნათლისმცემლის და დავით გარეჯელის მონასტრებში... ჩვენ შემოგვიერთდა კიდევ ერთი ველო-მომლოცველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, უკვე ხუთნი ვართ, ამის შესახებ შემდეგ ვისაუბრებთ... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ამინ! აუ, რა კარგია! მეც მინდა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი