ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ, და ფატალიზმის კვალდაკვალ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ათეიზმი - თავისუფალი ნებისა წინააღმდეგ, და ფატალიზმის კვალდაკვალ |
მნათე |
Nov 14 2008, 02:51 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თუ არ არსებობს მატერიისგან თავისუფალი ტრანსცენდენტული და დამოუკიდებელი რამ ჩვენში (სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვას "სული", შეუთანხმებელი ტერმინია მაინც), ეს ხომ ნიშნავს რომ არ არსებობს მატერიის პროცესებისგან თავისუფლება, (მაშასადამე ფიზიკისგან, ქიმიისგან, გეოგრაფიისგან, გარემოებებისგან) და ის რასაც ადამიანის მოქმედებებსა და პირად გადაწყვეტილებებს ვეძახით, მხოლოდ პროცესის ნაწილი და ამ პროცესების წინასწარგანზრახვულობათა მოქმედებით დაგვირგვინებული რეაქციაა?
მაშასადამე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ მატერიალურ სამყაროს, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ და მეცნიერული მეთოდით ვიმსჯელოთ მხოლოდ მასზე, ეს ნიშნავს რომ ის მართლაც არსებობს და წარმოადგენს ყველაფერს ჩვენ ირგვლივ (მე ამის არ მჯერა, მაგრამ სიტუაციას შევესაბამები ) არსებობენ ატომები, ენერგიები და მათი ურთიერთქმედებები თავიანთი რთული სისტემებით... მაგრამ თუ ***ვინმეს ოდესმე ეცოდინება მთელ სამყაროში არსებული რესურსების ოდენობა და ასევე ენერგიათა პოტენცია, მას აუცილებლად ეცოდინება დეტალურად მომხდარი და მოსახდენი ყველა მოქმედება მის შიგნით და მის მიერ, რადგან ის მისი განვითარებისა და შესაძლებლობების ცოდნას ფლობს, რამდენადაც ფლობს რესურსს და ეს რესურსი შეუძლებელია მატერიალურ სივრცეში სხვაგვარად განვითარდეს ჩარევის გარეშე... ზემოთა მსჯელობა მაძლევს საშუალებას გითხრათ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სავარაუდო და სამწუხაროდ უცნობი მოქმედება, რომლითაც სამყარო გარდაიქმნება - საბედისწერო მომავალი, ის რომ ეს ჩვენ არ ვიცით - არ ნიშნავს რომ არ არსებობს უკვე განზრახვული მომავალი, რადგან მატერიის საკუთარ თავში გარდაქმნა გარე ჩარევის გარეშე უკვე არის ფატალიზმი... ახლა რა შუაშია ეს სიყვარულთან - თუ არსებობს ადამიანი მატერია, ბუნებრივია ასევე პოტენციურად ცნობილია მისი მატერიალური გარდაქმნის ყველა გზა და ხერხი, ყველა მოქმედება, ყველაზე გადაწყვეტილება, - უბრალოდ ეს მისთვის ცნობილი არ არის და ვერც იქნება, რამდენადაც ამ სისტემისა და მატერიალურობის ნაწილია, სად გვაქ აქ თავისუფალი ნება ათეისტებო, სად არის თქვენი აზრიანი კანონები და ადამიანების ბუნებრივი უფლებები! *** მერე იტყვიან ფილოსოფია აბსოლუტური არსებისა და ღმერთის ცნებას არ საჭიროებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Dec 4 2008, 03:20 PM
პოსტი
#42
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
მატერია ნამდვილად არ ვიცით როგორია და თუ ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ მან იცის (თანაც მეცნიერების სახელით) ძალიან დიდ ტყუილს იტყვის და შეცდომაში შეიყვანს ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს. ციტატა მაშინ მის სხვადასხვაობებში როგორ ერკვევი და მითუმეტეს რაციონალურსა და ირაციონალურს როგორ არჩევ სხვადასხვაობებში იმ დონეზე ერკვევი, რისი გაზომვა-შეფასებაც დღევანდელი ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი. რაციონალური და ირაციონალური ძალიან პირობითი ცნებებია, მატერიის "საზღვრები" კი გაურკვეველი, განმარტება ცვალებადი, თვისებები კი ნაწილობრივ ცნობილი, იმ დონეზე, რასაც ზედა აბზაცი გადმოგვცემს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 05:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი