![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი პირადი გამოცდილება, ლოცვის ძალის შესახებ. ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ რისი შეცვლა შეუძლია ჩვენს ლოცვას, ან იმისთვის, რაც გარდუვალია რა საჭიროა ლოცვა, ან რისი შეცვლა სეუძლია ამისთანა შემთხევაში ლოცვას
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდით ვისაუბროთ ლოცვის შესახებ, ვის როგორ ესმის, ვინ როგორ განიხილავს მას, როგორ ასრულებს, რა მიაჩნია ლოცვის სწორ (სუბიექტურად და ობიექტურად) ფორმად და საერთოდ, ვინაიდან ახლა არის დიდი მარხვის მადლით მოცული პერიოდი, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები ამ მისტიკის შესახებ, რომლის სახელია საუბარი ღმერთთან, რომელმაც მოგცა უფლება მიმართო მას შენობით.
ვისაუბროთ ყველაფერზე, დილა-საღამოს ლოცვებზე,ზიარების ლოცვებზე, ფსალმუნებზე და სხვა, ანუ ყველაფერზე რაც ლოცვას შეეხება. მე დღემდე მიჭირს ერთი ზღვარის გავლება: ერთი მხრივ ლოცვას სწავლა უნდა და სწავლა ხდება სხვისი (წმინდანთა) ლოცვების გააზრებით, წაკითხვით, დაზეპირებითაც...მაგრამ მეორეს მხრივ ცოცხალი ლოცვისკენ სწრაფვა არის ჩვენი ვალი, რომელ ქალს მოეწონება სიყვარული რომ აუხსნან დაზეპირებული ტექსტით (პარალელი ქრისტესა და ეკლესიაზე)? ანუ ასე ვაკეთებ ხოლმე: როდესაც ვკითხულობ და უცებ მომინდება ჩემით თქმა, გადავდებ ლოცვანს და ვამბობ იმას, რაც გულიდან ამოდის, მაგრამ აქ არის ძაღლის თავი დამარხული: ლოცვას, როგორც იესო ამბობს, ცოდნა უნდა და თუ არ იცი - რაღაცას ბლუყუნებ, არა მარტო უაზროს, არამედ შეიძლება დიდ სისულელესაც...მოკლედ ჩემი პირადი დილემა: სად არის ზღვარი: როდის იკითხო დაწერილი და როდის გადახვიდე შენსაზე (ერთი ლოცვის პერიოდში)? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი