ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Dec 4 2008, 10:33 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სულ მნათე, მაია და მე
სხვები? ციტატა უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. მე ამას გამოვყოფდი მაია, იმიტომ რომ ზოგს სიყვარული რაღაც აბსტრაქტული გონია, და თან მხოლოდ იმათ ვისაც ის უყვარს, აი ესაა სიყვარული, რამდენი ადამიანისათვის შეგვიძლია თავის გაწირვა? ამ კითხვით იზომება ჩვენი სიყვარული, და რა დიდია უფლის სიყვარული.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Маиа |
Dec 5 2008, 10:32 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
სულ მნათე, მაია და მე სხვები? მე ამას გამოვყოფდი მაია, იმიტომ რომ ზოგს სიყვარული რაღაც აბსტრაქტული გონია, და თან მხოლოდ იმათ ვისაც ის უყვარს, აი ესაა სიყვარული, რამდენი ადამიანისათვის შეგვიძლია თავის გაწირვა? ამ კითხვით იზომება ჩვენი სიყვარული, და რა დიდია უფლის სიყვარული.. მართალი ხარ ერთ წმინდა მამის ცხოვრეის (არ მახსოვს რომელი) წაკითხვისას დამამახსოვრდა ერთი მომენტი. მამაო წერს (ჩემი სიყვებით ვწერ, თუ შემეშალა გამისწორეთ) სიყვარული ის კი არაა სხვას გადაეფარო და მაგის მაგივრად მოკვდე, სიყვარული ისაა როცა მოყვასი ავადაა და მაგის მოსარჩენად/გადასარჩენად შორი გზა გედოს, ტყე გქონდეს გასასვლელი, იცოდე რომ შეიძლება მგლებმა შეგჭამონ და ვერც გამოხვიდე ცოცხალი და მაინც წახვიდეო თუმცა აქ სიყვარულის სიმაღლეზეა საუბარი ალბათ, თორემ ის პირველიც სიყვარულია აბა რა და რა დიდია უფლის სიყვარული.. ეს ყოველ წამს რო მახსოვდეს რა კარგი იქნება მე ვკითხულობ და ვსწავლობ, რა გასწავლო რაც არ ვიცი? მასე არც მე ვიცი (ძაან კარგად იცი შენ მე აქ ველოდები კაიროსი როდის დაწერს განმარტეებს და თავის შთაბეჭDილებებს რო წავიკითხო მერე ) კარგად გამოსდის, მომწონს) -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი