ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Dec 6 2008, 04:28 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
იოანე თავი 4 46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს. 47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ. 48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს. 49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა. 50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა. 51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. 52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან. 53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა. 54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად. საინტერესო ადგილია ძალიან, ჯერ ერთი ისევ კანას გალილეაში მოხდა, ეს დეტალი მართლა არ მახსოვდა, მერე მახსოვს ეს ადგილი, რომ წავიკითხე პირველად ამ კაცის მოთმინებამ და მორჩილებამ გამაკვირვა, ჯერ რათქმაუნდა რწმენაა, ჯერ მიდის უფალთან, უფალი თავიდან მკაცრად მიუდგება, მაგრამ როდესაც შეხედავს, რომ ეს ადამიანი ისევ მოთმინებით თხოვს მას უშველოს მის შვილს, მკაცრი მხილების შემდეგ მეორე "გამოცდას " უწყობს, წადი, განკურნებულიაო... არაფერი არ მომხდარა, არც შეხებია, არც რაიმე განსაკუთრებული ლოცვა წაუკითხავს, არც ცეცხლი ჩამოსულა, არც მიწა ძრულა, არაფერი... უბრალოდ "წადი"... როგორია? ამ კაცში ნამდვილი რწმენა რომ არ ყოფილიყო, მართლა "სასწაულის" ხედვა რომ ნდომებოდა, გულაცრუებული დარჩებოდა, რომ მაცხოვარი არ გაყვა და ა.შ. მაგრამ არა, იგი მიტრიალდა "წარვიდა", ხანდახან იმის გაკეთებაც უნდა შეგვეძლოს, რაც არ გვინდა, მორჩილებაა საჭირო, ის კაცი რწმენით წავიდა სახლში, და აღსრულდა კიდეც სასწაული, და უპირველესად მის სულში მოხდა "ცოცხალ" ყოფა, ანუ გაცოცხლება, რამაც მისი ყოველი სახლეულის რწმენა მოყვა, თორემ წინ ვახსენეთ 9 კეთროვანი, რომელთაც განკურნების შემდეგ უფალი საერთოდ დაავიწყდათ, აქ ნამდვილი რწმენაა და შედეგიც შესაბამისია-მოქცევა! მოთმინება და მორჩილება, ამათ დეფიციტს მკაცრად განვიცდით, თქვენი მონა-მორჩილი კი სასტიკად კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Маиа |
Dec 6 2008, 10:55 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
საინტერესო ადგილია ძალიან, ჯერ ერთი ისევ კანას გალილეაში მოხდა, ეს დეტალი მართლა არ მახსოვდა, მერე მახსოვს ეს ადგილი, რომ წავიკითხე პირველად ამ კაცის მოთმინებამ და მორჩილებამ გამაკვირვა, ჯერ რათქმაუნდა რწმენაა, ჯერ მიდის უფალთან, უფალი თავიდან მკაცრად მიუდგება, მაგრამ როდესაც შეხედავს, რომ ეს ადამიანი ისევ მოთმინებით თხოვს მას უშველოს მის შვილს, მკაცრი მხილების შემდეგ მეორე "გამოცდას " უწყობს, კაიროსი! აგერ კიდევ ერთი ადგილი სადღაც გავს 21. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. 22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. 23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. 24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 25. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! 26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა. 28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. სახარება მათესი თავი 15 რამდენი რამ შეუძლია რწმენას, თუ გწამს მიიღებო ამბოს უფალი...თავმდაბლობა მაოცებს დედაკაცის, მიუხედავად იმისა რომ ყურადღება არ მიაქციეს და უთხრეს "განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" მაინც თაყუანის-სცემდა... თავისი თავი ძაღლად მიაჩნია, მან შეიცნო თავისი უღირსება, ვის წინაშე დგას და ყველაფრისთვის მზადაა ოღონდ უფალმა შეიწყალოს... მეც მინდა მასეთი თავმდაბლობა -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი