![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი პირადი გამოცდილება, ლოცვის ძალის შესახებ. ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ რისი შეცვლა შეუძლია ჩვენს ლოცვას, ან იმისთვის, რაც გარდუვალია რა საჭიროა ლოცვა, ან რისი შეცვლა სეუძლია ამისთანა შემთხევაში ლოცვას
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ციტატა სად არის ზღვარი: როდის იკითხო დაწერილი და როდის გადახვიდე შენსაზე ამ კითხვაზე პასუხი მე ნიკოდიმოს მთაწმინდელის "უხილავ ბრძოლაში" ვნახე. ამაზე უკეთესად, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვიტყვი. "უხილავი ბრძოლა" თავი 49 საკუთარი ლოცვის შესახებ, რომელიც თავად მლოცველის მიერ ითხზვება რაც აქამდე ვისაუბრეთ, სხვის მიერ შექმნილი მზა ლოცვის აღვლენას შეეხებოდა. მართალია გულისყურითა და გრძნობით აღსრულებულს, მაგრამ მაინც სხვის ლოცვას. მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლოთ თუ არა? ამაზე პასუხს თავად ლოცვა იძლევა. დადექი ლოცვად, აღასრულე, როგორც წესია, დასწავლილი ლოცვები. ის თავიდანვე დაემყნობა სულს და როგორი ძალითაც დაემყნობა, იმგვარადვე აღუძრავს მლოცველს სურვილს, თავადაც საკუთარი მოთხოვნილებისაებრ გულიდან ამოთქვას ლოცვა. და ისიც მუდმივად აღავლენს უფლისადმი ასეთ ვედრებას. ასე რომ, ლოცვით ღვაწლში თავისი წილი უდევს საკუთარ ლოცვასაც. წინა თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ თუ ლოცვისას რომელიმე სიტყვა გულში ჩაგწვდება, უყურადღებოდ არ დატოვო, უნდა შეჩერდე და თავად ილოცო იმისდა კვალად, რამაც შენი სული დაიპყრო. ასეც მოიქეცი. ასევე ხდება საღვთო წერილისა და სულისთვის სასარგებლო წიგნების კითხვისას, ღვთაებრივ საგნებზე ფიქრისას, ღვთის დიდებულებისა და სრულყოფილების, მისი გასაოცარი შემოქმედებითი ძალის, ყოვლისმპყრობელობის, ჩვენს საცხოვნებლად განხორციელებული ღვთაებრივი განგებულების გააზრებისას, ცხოვრების შთამბეჭდავ და გამაოგნებელ მოვლენებზე ფიქრისას, როდესაც რაიმე საგანი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს სულზე, მის ყურადღებას იპყრობს და მოუწოდებს, ლოცვით ამაღლდეს უზენაესამდე. ყოველ ასეთ შემთხვევაში უყურადღებოდ ნუ დატოვებ წარმოშობილ სურვილს, დროებით შეწყვიტე საქმე, რასაც აკეთებ და ილოცე. ეს უცაბედი მოწოდება - სურვილი იმას ნიშნავს, რომ ლოცვა გულში მკვიდრდება და ავსებს მას. ასეთი განწყობა თავიდანვე კი არა, ლოცვითი ჩვევის დაუფლებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩნდება. ეს მდგომარეობა მოწმობს, რომ ლოცვის საქმე წარმატებით მიდის წინ. რაც უფრო ხშირია ამგვარი შინაგანი სურვილი, მით მეტად ივსება ლოცვითი სულით ადამიანი. ამ დროს ყოველთვის საკუთარი ლოცვით უნდა ილოცო. მაგრამ საკუთარი მუდამ ზოგადი ლოცვისას წარმოიშობა. ორივე ერთმანეთის მსგავსი და თანაბარი ღირსებისაა... -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი