"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
q-e-T-i |
Dec 7 2008, 05:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
მონარქიული მმართველობის ფორმა ისტორიის სიღრმეებიდან იღებს სათავეს. მონარქია (ბერძ. ერთის მმართველობას) ნიშნავს ერთი პიროვნების მიერ სხვათა მართვას, განკარგვას.
ერთერთი საუკეთესო მაგალითი მონარქიული ჩამოყალიბებული სისტემებისა არის ეგვიპტე. Eგვიპტელებმა სისტემაში მოიყვანეს მართვის ეს ფორმა რამაც განაპირობა მათი უპირატესი მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებზე და ოშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველთვის იოლად უმკლავდებოდნენ საშინაო თუ საგარეო პრობლემებს. შემდეგი მაგალითი ერტპიროვნული მმართველობის უპირატესობის დასამტკიცებლად გამოდგება რომი იმპერატორობის ხანაში. მიუხედავად შიდა დაპირისპირებებისა მხოლოდ იმპერატორობის ეპოქაში შეძლო რომმა მიეღწია არნახულ ტერიტორიულ მასშტაბებს და შეენარჩუნებინა იგი ყველა სხვა იმპერიაზე დიდხანს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც აყვავებისა და აღორძინებისათვის მიუღწევია თავისი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, ამას ახერხებდა მაშინ როცა მას სათავეში ედგა ერთი პიროვნება. საფრანგეთმაც თავის აყვავებას მიაღწია მეტვრამეტე საუკუნეში, მაშინ როცა სათავეშე ჰყავდა ერთი და მხოლოდ ერთი პიროვნება ლუდოვიკო XIV. ინგლისიც ყველაზე ძლევამოსილი და წარმატებული იყო მაშინ, როცა ერთი ძლიერი პიროვნება კეთილგონივრულად და სამართლიანად განაგებდა მას. Aმის მაგალითებია ელიზაბედ I, ვიქტორია, გეორგ VI და ბევრი სხვა. და მისი დღევანდელი წარმატებაც სხვებთან შედარებით იმითაა გამოწვეული, რომ ის აქამდე მონარქიულია. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი