მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
Abe |
Dec 8 2008, 12:05 AM
პოსტი
#2
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოხალისეებო გილოცავთ! ! !
თქვენი შრომის პირველი ნაყოფი უკვე მზადაა... ყველას უღრმესი მადლობა დახმარებისათვის! ! ! მემგონი ახლა უფრო გექნებათ სტიმული უფო აქტიური მუშაობისა. მინდა გითხრათ, რომ Photoshop-ში მუშაობა აღარ მოგიწევთ. ამაზე მოგვიანებით დავწერ. ჯერ-ჯერობით ნახეთ ეს პატარა ლოცვანი (ელექტრონული ვარიანტი), რომლის ამობეჭდვაც ყველას შეუძლია ვისაც კი პრინტერი აქვს. მართალია გაყიდვაში არის ხუცური ლოცვანები, მაგრამ ვფიქრობ არც ელ-ვარიანტია ზედმეტი, რადგანაც მგონი უმჯობესია ქრისტიანობასთან, სარწმუნოებასთან რაც შეიძლება მეტი შეხება ჰქონდეთ ადამიანებს. იმას რა ჯობია თუ ხალხი ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებიან ლოცვანებს და მათ შორის ინტერნეტში. და ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ მისულა ეკლესიაში და არ დაუწყია ჭეშმარიტ გზაზე სიარული, სრულიად შემთხვევით შეიძლება მოექციოს, და ამის "მიზეზი" რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს და ბევრგან. და თქვენ, ვინც უკვე სდგახართ ქრისტეს გზაზე, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, იმედი მაქვს რომ ძალიან გაგიხარებთ გულს ეს პატარა ელ-ვერსიის ლოცვანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! ! ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი