მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
zedela |
Dec 8 2008, 01:59 AM
პოსტი
#2
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
ლოცვებს ეხლა ეგრევე word-ში ვწერთ???
აღსარების ლოცვებს დავიწყებ მე.. |
Abe |
Dec 8 2008, 02:14 AM
პოსტი
#3
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
ლოცვებს ეხლა ეგრევე word-ში ვწერთ??? აღსარების ლოცვებს დავიწყებ მე.. ვწერთ word-ში, მაგრამ orthodoxy.ge-დან გადმოკოპირება არაა მხოლოდ საკმარისი. პირველ რიგში შევდივართ საიტზე http://convert.ge orthodoxy.ge-დან პირველ უჯრაში გადავაკოპირებთ ტექსტს. საიდან-ს დავაყენებთ _utf8_ სად-ს დავაყენებთ _eng_ გადაყვანილი ტექსტი დაიწერება ქვედა უჯრაში ლათინური ასოებით. ამ ლათინური ასოების ტექსტს გადავაკოპირებთ word-ის ფაილში. შემდეგ ვაყენებთ font-ს abe-nusxa-xucuri-ზე და ვკითხულობთ ძალიან ყურადღებით ვასწორებთ შეცდომებს და სიტყვებს ვწერთ ძველ-ქართულად. ვიყენებთ ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ ასოებს. ვიყენებთ მითითებებს ძველი ქართული სტილისათვის: ჴ ასო abe-nusxa-xucuri შრიფტში არის X-ზე (Shift + x). ფორუმზე კი გამოგადგებათ კომბინაცია Shift + o გარდამოხდა - გადდამოჴდა გარდამოიხილა - გარდამოიჴილა ხორცნი - ჴორცნი მიხსენ - მიჴსენ ხსნა - ჴსნაჲ იხარებდეს - იჴარებდეს ხმა -ჴმაჲ ხელი -ჴელი მოიხსენენ - მოიჴსენენ უხმარი -უჴმარი მხედრობა -მჴედრობაჲ მხურვალე - მჴურვალე დახსნილობა- დაჴსნილობა დახსომება - დაჴსომება საფრთხე - საფრთჴე ჲ ასო abe-nusxa-xucuri შრიფტში არის I-ზე (Shift + i). ფორუმზე კი გამოგადგებათ კომბინაცია Shift + u დიდება - დიდებაჲ გონება - გონებაჲ ცოდვა - ცოდვაჲ სუფევა - სუფევაჲ რათა -რაჲთა უფროის - უფროჲს ჩუენთათა -ჩუენთაჲთა წინასწარმეტყველთა - წინაჲსწარმეტყუელთა ძლევა - ძლევაჲ მამა - მამაჲ შენისათა - შენისაჲთა ჳ ასო abe-nusxa-xucuri შრიფტში არის V-ზე (Shift + v). ფორუმზე კი გამოგადგებათ კომბინაცია Shift + i ჩვენთვის - ჩუენთჳს კაცთათვის - კაცთათჳს სცოვრებისათვის - ცხორებისათჳს შენისათვის - შენისათჳს მშვიდობა - მშჳდობა სიტყვისა - სიტყჳსა მკვიდრ -მკჳდრ მღვიძარე -მღჳძარე უ-ს გამოყენება ჩვენო - ჩუენო ქვეყანასა -ქუეყანასა ჯვარი - ჯუარი ქვეშე -ქუეშე ღვთისმშობელი - ღმრთის-მშობელი ყოვლადწმიდა - ყოვლად-წმიდა ზესთა მბრძოლისა - ზესთა-მბრძოლისა ყოვლად დიდებულო - ყოვლად-დიდებულო მეოხ ხარ - მეოხ-ხარ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც ყველა სიტყვაში არ არის საჭირო ჱ,ჳ,ჲ,ჴ,ჵ ასოები. ყველგან არ არის საჭირო ტირეები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ამდაგვარი მითითებები ადრეც დავწერე ამ თემაში. შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ. თავიდან რომ მიეჩვევით, მერე ძალიან გაგიადვილდებათ. თან ხუცურ ანბან-შიც გაივარჯიშებთ. აი ამდაგვარად უნდა გადავაკეთოთ ტექსტი word-ის ფაილში. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 07:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი