![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
BOO |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
გამარჯობა
მაინტერესებს გადადის თუ არა მშობლების ცოდვა შვილებზე? გმადლობთ წინასწარ |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
შვილზე არ გადადის პასუხისმგებლობა მშობლის ცოდვაზე, მას პიროვნულად არ მოეკითხება მშობლის ცოდვისათვის. მაგრამ ცოდვა აზიანებს ადამიანის სულს და ეს დაზიანებულობა მოქმედებს შვილშიც, რომელიც არის მშობლის არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სული მემკვიდრეც. ასე რომ არ ყოფილიყო, არც ადამის შთამომავლობაზე გადავიდოდა ის დაზიანება, რომელიც ადამს შესძინა ცოდვამ. მეორე მხრივ, დაზიანებულობა სულისა თავად იქცევა ცოდვისა და ვნების დასაბამად. ძალიან ხშირად გვიხდება ამასთან შეხება ყოველდღიურ ეკლესიურ ცხოვრებაში. განასკუთრებით მძიმედ მოქმედებს გმობის, ურწმუნოების, ეკლესიის მიმართ აგესიული ქმედების ცოდვები, მრუშობა, კაცკვლა. მაგრამ მშობლის ცოდვა არ ნიშნავს შთამომავლობის განწირულობას და არ უნდა იქცეს სასოწარკვეთის მიზეზად. მოშურნე სულიერ ცხოვრებასთნ შეერთებული საეკლესიო საიდუმლობებში მონაწილეობით მაცხოვარი კურნავს ადამიანის სულის განრღვეულობას. ვერაფერი მოერევა მას, ვინც მთელი არსებით არის ქრისტესთან.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th October 2025 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი