![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ იოსებ სტალინი წმინდანების რიცხვს უნდა მიაკუთვნონ, რადგან ის იყო ღრმად მორწმუნე, უბიწო და სამართლიანი ადამიანი, - წერს დღეს გაზეთი ~ნოვიე იზვესტია~. ლენინგრადის ოლქის ქალაქ სტრელნაში წმინდა ოლგას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ტაძარში სათაყვანებლად ხატი დააბრძანა, რომელზეც იოსებ სტალინი ნატურალურ ზომებშია გამოსახული. ~შეშფოთებული მრევლის თხოვნით, მოძღვარმა ხატი თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე გადაიტანა, მაგრამ ტაძრიდან არ გაუტანია~, - აღნიშნავს გამოცემა. იმის შესახებ, რომ სტალინი მართლაც მორწმუნე იყო, მის სინდისზე არანაირი ეკლესიური დევნა არ დევს აწ გარდაცვლილი დეკანოზი დიმიტრი დუდკო საუბრობდა. ერთ სტატიაში კი დაწერა - ~ძალიან გვინდა, ბოლოს და ბოლოს შეგევედროთ - ~წმინდა სამართლიანო იოსებ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის~. დეკანოზმა დიმიტრი დუდკომ სიცოცხლის დიდი ნაწილი სტალინის ბანაკებში გაატარა და მოულოდნელად, სიბერეში ~ბელადის და მასწავლებლის~ სიყვარულით განიმსჭვალა. http://www.ipn.ge/ge/index.php?news=6509&hd_line=1 ![]() ![]() ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
ქართველი ერის გენოციდი მის კისერზეა..
როგორც მის მიერ მოწყობილ რეპრესიებს 1925-1939 ისე, ე.წ. "სამამულო ომში" გამოყენებულ საზარბაზნე ხორცად შეეწირა მიონზე ბევევრად მეტი ქართველი!.. მისივე კისერზეა 11 მილიონი უკრაინელის მკვლელობა, სხვადასხვა ერების ჩაგვრა განადგურება.. თუ ჰიტლერი სატანის მოციქული იყო, სტალინი თვიონ იყო სატანა! თუ ჰიტლერს ასამართლებენ იმიტომ რომ 1941 წელს დაიწყო ებრაელი ერის გენოციდი საკონცენტრაციო ბანაკებში, ქართველი და სხვა ეროვნების ხალხთა გენოციდი სტალინმა რამდენიმე ერთეული წლით ადრე დაიწყო ისევ და ისევ საკონცენტრაციო ბანაკებში. ახლა მისი წმინდანად შერაცხვა იგივეა, გამოვიდეთ და ვთქვათ ლუციფერი დაუბრუნდა თავის პირვანდელ კეთილ საწყისებსო! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი