ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:30 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აბა, მოგილოცავთ ახალი განყოფილების დამატებას.
გთხოვთ, შემობრძანდეთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ქართულ სიმღერასთან დაკავშირებით. ასევე, თუ შეძლებთ ჩანაწერების დადებას, ფრიად მისასალმებელი იქნება. მეც ნელ-ნელა ავტვირთავ რაღაცეებს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ვეშაპო |
Feb 1 2007, 01:44 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Zeskvi_ucha
ციტატა ახრა აშoა - მონადირეთა სიმღერა ეგ არ არის მონადირეთა სიმღერა, ეგაა კლდის სიმღერა. ძალიან სევდიანი ისტორია აქვს. ორი ძმა ბრუნდებოდა სახლში (შეიძლება ნადირობიდანაც). შემოაღამდათ და უეცრად მათ შორის გზა ჩაიშალა. ერთი ძმა დარჩა გზაზე, ხოლო მეორე მიუვალ კლდეზე აღმოჩნდა. კლდეზე მყოფისათვის ძალზედ სახიფათო იყო იქ დარჩენა, ვინდაიდან რომ ჩასძინებოდა უეჭველად გადაიჩეხებოდა ხრამში. ამ მეორე ძმამ გართობა დაუწყო, რომ არ ჩასძინებოდა, მაგრამ ბუნებამ მაინც თავისი გაიტანა და ამ კლდეზე მყოფმა წააკიმარაა. ჰოოოოოოოდა! ამ გზაზე მყოფმა ძმამ ასე უთხრა, რომეო: მე, ჯიგაროვო, შენს ცოლსა ვყვარობოოო. ის კლდეზე მყოფი გაგიჟდა ამაზე მარა, რა ქნას? ბნელა და ვერ გადმოდის კლდიდან. ასე იბრდღვინა მთელი ღამე. გამთენიისას გადაძვრა გზაზე და ის თავისი ძმა მოკლა. დაბრუნდა სახლში მარტო და დედიკოს მოუყვა ყველაფერი. დედიკომ: შე უდღეურო, ვერ მიხვდი, რომ შენს გადასარჩენად გითხრა ეგაო? ეს უდღეურიც დაბრუნდა იმ ადგილას და იმ კლდიდან გადაიჩეხააა. ასე იყო ეს ამბავიიიი. P.S. ეს სიმღერები ახალი აფხაზური ანსამბლებისაა და ძალიან აკადემიურად მღერიან (კანონისტმა ალბათ აფხაზური საიტებიდან გადმოწერა). მე მაქვს აფხაზეთში ჩაწერილი ფოლკლორული ძველი ჩანაწერები და ხვალ დავდებ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი