რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
Delusion |
Dec 2 2008, 09:56 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
საინტერესოა რატომ არ არსებობს არცერთი ისტორიული ცნობა ქრისტეს შესახებ, გარდა რელიგიური წყაროსი?
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
Delusion |
Dec 10 2008, 02:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
orthodox-georgia
ციტატა ფილმში მაცხოვრის სუდარა ზუსტად მაგ შემოწმებაზეა საუბარი და გირჩევ უყურო შემოწმებაზე და კვლევევებზე ტონა ინფორმაცია მაქვს წაკითხული, მათ შორის ყველაზე ბოლო ინფორმაციაც (რომელიც ფილმში არ არის): http://news.bbc.co.uk/2/hi/science/nature/4210369.stm 1988 წელს ტურინის სუდარა დადასტურებულად იქნა ცნობილი, როგორც ყალბი ცნობა, ამის შემდეგ ტურინის არქიეპისკოპოსმა, "ჩაკეტა" სუდარა და მასზე გამოკვლევები ამჟამად აკრძალულია ვატიკანის მიერ. -------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
მარიამი |
Dec 10 2008, 08:03 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
orthodox-georgia შემოწმებაზე და კვლევევებზე ტონა ინფორმაცია მაქვს წაკითხული, მათ შორის ყველაზე ბოლო ინფორმაციაც (რომელიც ფილმში არ არის): http://news.bbc.co.uk/2/hi/science/nature/4210369.stm 1988 წელს ტურინის სუდარა დადასტურებულად იქნა ცნობილი, როგორც ყალბი ცნობა, ამის შემდეგ ტურინის არქიეპისკოპოსმა, "ჩაკეტა" სუდარა და მასზე გამოკვლევები ამჟამად აკრძალულია ვატიკანის მიერ. ა, ბატონო, უახლესი ინფორმაცია: ტურინის არმენაკის ხნოვანების დასადგენად ახალი გამოკვლევა ჩატარდება ოქსფორის უნივერსიტეტის რადიონახშირბადული ანალიზის ლაბორატორია გეგმავს ტურინის არმენაკის (ერთ-ერთი ვერსიით, საფლავში დასვენებული ქრისტეს სამოსლის) ახალ გამოკვლევას. აღსანიშნავია, რომ 1988 წელს სწორედ ამ ორგანიზაციამ, სხვა ორ მნიშვნელოვან სამეცნიერო ორგანიზაციასთან ერთად, ამ რელიქვიის ხნოვანებად XIII-XIV საუკუნე გამოაცხადა. ამჯერად, იმის გამო, რომ კვლევის მეთოდები დაიხვეწა, მოსალოდნელია ამ გამოცხადებული შედეგების კორექტირება, მაგრამ - უმნიშვნელოდ. გამოკვლევის შედეგები 23 მარტს გამოცხადდება. ამ თემაზე BBC2-ის ტელეარხი ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გეგმავს. („საპატრიარქოს უწყებანი“, № 8, 2008 წ.) ტურინის სუდარის სინამდვილე კვლავ რეალური ხდება ოქსფორდში ჩატარებულმა უახლესმა გამოკვლევებმა დაადასტურა რუსი მეცნიერების ახლადჩამოყალიბებული აზრი ტურინის სუდარის (ნაჭრის, რომელშიც საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტებით ჯვრიდან ჩამოხსნილი მაცხოვარი იყო გახვეული) 20-საუკუნოვანი ხნოვანების შესახებ. ექსპერტიზის შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა სუდარაზე ადამიანის სხეულის ნიშნები. მეცნიერთა აზრით, ამ რელიქვიის ასაკის ადრეული ვერსია - 1260-1390 წლებისა - დაფუძნებული იყო არაზუსტ ფაქტორებზე, კერძოდ - სუდარაზე გვიან წარმოშობილი ფენის ანალიზზე. ამგვარად, სუდარის კვლევა, რომელიც უკვე მეცნიერების ცალკე დარგად ჩამოყალიბდა, კვლავ აქტიურად გრძელდება. (გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 10, 2008 წ.) მეცნიერები იესო ქრისტეს გარეგნული გამოსახულების რეკონსტრუირებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც ტურინის სუდარის სინამდვილე მკვლევართა უმრავლესობისთვის საცნაური გახდა, მეცნიერები მეტი სითამამით აკეთებენ ახალ-ახალ განცხადებებს ამ რელიქვიის მონაცემებზე დაყრდნობით. კოლორადოს სამეცნიერო ცენტრის ექსპერტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უახლესი კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მათ შეძლეს ტურინის სუდარაში გახვეული მამაკაცის - სავარაუდოდ, იესო ქრისტეს სხეულის ვიზუალური მოდელის შექმნა. იგი 182 სმ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ხოლო წონით 80 კგ-მდე. ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ ტურინის სუდარას, როგორც სიწმინდეს, ჯერ კიდევ VI საუკუნიდან იცნობდნენ. იმ პერიოდის ხატმწერები სწორედ მას ამსგავსებდნენ მაცხოვრის გამოხატულებებს. კერძოდ, მაცხოვრის სინას მთის უძველესი ხატი სუდარაზე გამოსახულ პიროვნებასთან 45 საერთო დეტალს ამჟღავნებს. („საპატრიარქოს უწყებანი“, № 13, 2008 წ.) -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი