მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
elenele |
Dec 12 2008, 01:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 14-October 08 მდებარ.: ruseti წევრი № 5,807 |
აბე ღმერთმა გაგახაროს, მეც მინდა შემოგიერთდეთ, ფონტს ვერ ვიწერ იმ საიტიდან. იქნებ სკაიპში შეგეხმიანო?
-------------------- ქალწულმოწამეო ბარბარე ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო სასწაულმოქმედო ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
Abe |
Dec 13 2008, 01:01 PM
პოსტი
#3
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
აბე ღმერთმა გაგახაროს, მეც მინდა შემოგიერთდეთ, ფონტს ვერ ვიწერ იმ საიტიდან. იქნებ სკაიპში შეგეხმიანო? მე დაგამატე უკვე სკაიპში ელენე. როცა მოიცლი შემეხმიანე. უღრმესი მადლობა თანადგომისთვიიიის... გუშინ დავასრულე ზიარების ლოცვებზე მუშაობა. დღესზიარების შემდგომი ლოცვებიც მივაწოდე ბესოს. კიდევ რომელ ლოცვებზე ვიმუშაო? მადლობა ლამარა. მე უკვე გადმოვიწერე შენს მიერ გამოგზავნილი ლოცვები. უღრმესი მადლობააააა..... ესე იგი რა მდგომარეობაა ახლა. მე უკვე მაქვს ზიარების წინ და შემდგომი ლოცვები და ასევე აღსარების წინა და შემდგომი ლოცვები. ამ ორივეს სჭირდება შესწორება. მანამდე კი შევასწოროთ დილისა და ძილად მისლვის ლოცვები. როგორც მე ვწერ შეცდომებს, ეგრე დაწერეთ აქ, ამ თემაში... თუ რათქმაუნდა სურვილი და დრო გაქვთ. როდესაც ამას დავხვეწავთ, მერე გადავალთ აღსარების ლოცვების შესწორებაზე. მანამდე კი მოგაწვდით .pdf ვერსიას. ხოლო შემდეგ ანალოგიურად დავამუშავებთ ზიარების ლოცვებს. მოდით დღეს საღამომდე დილისა და ძილად მისლვის ლოცვები გავაკეთოთ. აღარ გადავდოთ მეტი. სანამ მწუხრის ლოცვაზე წავალთ ეკლესიაში, ცოტა წავიმუშავოთ.... აბა დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, უღრმესი მადლობააააა.... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი