რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
Delusion |
Dec 2 2008, 09:56 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
საინტერესოა რატომ არ არსებობს არცერთი ისტორიული ცნობა ქრისტეს შესახებ, გარდა რელიგიური წყაროსი?
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
კანუდოსელი |
Dec 15 2008, 03:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
sable
გარკვეულწილად აქვს ოღონდ პირიქით პერსპექტივით - ანუ, თუ იმ რეჟიმსაც არ შეეძლო იესოს არაისტორიულობა დამეტკიცებინა, ე.ი. ეს ფაქტი სერიოზული არგუმენტია პ.ს. საერთოდ მოწინააღმდეგის აზრი მით უფრო გასათვლისწინებელია, თუ ის შენსას ეთანხმება - და ეს შემთხვევა (კომუნისტების მიერ იესოს ისტორიულობის აღიარება) სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება Delusion ზოგადად კი სიტუაცია ასე იყო: ბოლშევიზმის ადრეულ წლებში ისტორიულობას ცალსახად უარყოფდნენ. მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული ნაწილი ფუნქციონერი-ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსებისა გადიოდა სსსრ-ს გარეთ და იღებდა კონფერენციებში მონაწილეობას, ამიტომ სრულიად იდიოტებად რომ არ წარმოჩენილიყვნენ, მიხვდნენ რომ აზრი აღარ ჰქონდა აბსურდის მტკიცებას, რომ იესო არაისტორიული პიროვნებაა. მათ აიღეს სულ სხვა გეზი - რომ 1) ქრისტიანობა არც არასოდეს ყოფილა ისეთი ერთიანი როგორც ეს ეკლესიებს ეჩვენებოდათ (ეს არგუმენტი მათ უნდოდათ რათა დაენგრიათ ის წარმოდგენა, რომ ეკლესია I საუკუნიდან მოდის) და 2) რომ იესოს სასწაულებრივი ქმედებები (ანუ, რომ იესო ღმერთია) - იყო ხალხის ცრურწმენის ნაყოფი და სხვა არაფერი პირველთან დაკავშირები თუნდა ითქვას, რომ ვინაიდან იდეოლოგია ყოველთვის ზედაპირულია, ანუ ის თვალს განგებ ხუჭავს რიგ მოვლენებზე, ამიტომ მათი ანალიზი აქაც ღრმად არ წასულა, კერძოდ: მათ ელემენტარულად გეზი აიღეს ე.წ. სემინარიული (ასე ვთქვათ პირველი კლასების) თეოლოგიის წინააღმდეგ და გამორჩათ ის ფაქტი, რომ თავად ეკლესიის ისტორიკოსები ეკლესიის წიაღიდან ამბობდნენ, რომ პირვანდელი თემი არ იყო ერთგვაროვანი. ამის მიხვედრას ხელს უშლიდა კლიშეები, რაც ასე მოზღვავებული იყო წითელ იდეოლოგიაში. მეორესთან დაკავშირებით სერიოზული კვლევები არც მინახავს, თუ არ ჩავთვლით რომ: იური გაგარინმა კოსმოსში ღმერთი ვერ ნახა და ე.ი. ის არ არსებობს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი