რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
Delusion |
Dec 2 2008, 09:56 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
საინტერესოა რატომ არ არსებობს არცერთი ისტორიული ცნობა ქრისტეს შესახებ, გარდა რელიგიური წყაროსი?
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
კანუდოსელი |
Dec 15 2008, 03:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
sable
გარკვეულწილად აქვს ოღონდ პირიქით პერსპექტივით - ანუ, თუ იმ რეჟიმსაც არ შეეძლო იესოს არაისტორიულობა დამეტკიცებინა, ე.ი. ეს ფაქტი სერიოზული არგუმენტია პ.ს. საერთოდ მოწინააღმდეგის აზრი მით უფრო გასათვლისწინებელია, თუ ის შენსას ეთანხმება - და ეს შემთხვევა (კომუნისტების მიერ იესოს ისტორიულობის აღიარება) სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება Delusion ზოგადად კი სიტუაცია ასე იყო: ბოლშევიზმის ადრეულ წლებში ისტორიულობას ცალსახად უარყოფდნენ. მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული ნაწილი ფუნქციონერი-ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსებისა გადიოდა სსსრ-ს გარეთ და იღებდა კონფერენციებში მონაწილეობას, ამიტომ სრულიად იდიოტებად რომ არ წარმოჩენილიყვნენ, მიხვდნენ რომ აზრი აღარ ჰქონდა აბსურდის მტკიცებას, რომ იესო არაისტორიული პიროვნებაა. მათ აიღეს სულ სხვა გეზი - რომ 1) ქრისტიანობა არც არასოდეს ყოფილა ისეთი ერთიანი როგორც ეს ეკლესიებს ეჩვენებოდათ (ეს არგუმენტი მათ უნდოდათ რათა დაენგრიათ ის წარმოდგენა, რომ ეკლესია I საუკუნიდან მოდის) და 2) რომ იესოს სასწაულებრივი ქმედებები (ანუ, რომ იესო ღმერთია) - იყო ხალხის ცრურწმენის ნაყოფი და სხვა არაფერი პირველთან დაკავშირები თუნდა ითქვას, რომ ვინაიდან იდეოლოგია ყოველთვის ზედაპირულია, ანუ ის თვალს განგებ ხუჭავს რიგ მოვლენებზე, ამიტომ მათი ანალიზი აქაც ღრმად არ წასულა, კერძოდ: მათ ელემენტარულად გეზი აიღეს ე.წ. სემინარიული (ასე ვთქვათ პირველი კლასების) თეოლოგიის წინააღმდეგ და გამორჩათ ის ფაქტი, რომ თავად ეკლესიის ისტორიკოსები ეკლესიის წიაღიდან ამბობდნენ, რომ პირვანდელი თემი არ იყო ერთგვაროვანი. ამის მიხვედრას ხელს უშლიდა კლიშეები, რაც ასე მოზღვავებული იყო წითელ იდეოლოგიაში. მეორესთან დაკავშირებით სერიოზული კვლევები არც მინახავს, თუ არ ჩავთვლით რომ: იური გაგარინმა კოსმოსში ღმერთი ვერ ნახა და ე.ი. ის არ არსებობს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
sable |
Dec 15 2008, 04:11 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable გარკვეულწილად აქვს ოღონდ პირიქით პერსპექტივით - ანუ, თუ იმ რეჟიმსაც არ შეეძლო იესოს არაისტორიულობა დამეტკიცებინა, ე.ი. ეს ფაქტი სერიოზული არგუმენტია კი მაგრამ კომუნიზმის პერიოდშიც იყვნენ ისტორიკოსები, ვინც ობიექტურად წერდნენ ისტორიას მიუხედავად დიდი ზეწოლისა. შორს რომ არ წავიდეთ ამის ჩინებული მაგალიათი ივანე ჯავახიშვილია. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი