გავიხსენოთ მამა შიო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავიხსენოთ მამა შიო... |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო. თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
marine |
Feb 1 2007, 06:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რუის-ურბნისის ეპერქიიდან ვარ, ამიტომ მამა შიოს მეც ვიცნობდი პირადად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე მოარული ანგელოზი იყო... ძალიან, ძალიან მიყვარდა... მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვერ ვიჯერებ რომ აღარაა..
უთბილესი, უტკბილესი და უწმინდესი ადამიანი იყო.. როგორი ლამაზი სულიც ჰქონდა, ფიზიკურადაც ისეთივე ლამაზი იყო, ღვთიური სილამაზის.. საოცარი ქერა თმით და დიდი ცისფერი თვალებით... ყურში ახლაც ჩამესმის, როგორ თბილად აბობდა ჩემს სახელს, როცა მესაუბრებოდა ხოლმე.. ხავერდოვანი ხმით.. ძალიან, ძალიან დამაკლდა და მიჭირს მასზე საუბარი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი