რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
Delusion |
Dec 2 2008, 09:56 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
საინტერესოა რატომ არ არსებობს არცერთი ისტორიული ცნობა ქრისტეს შესახებ, გარდა რელიგიური წყაროსი?
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
გიორგი |
Dec 17 2008, 12:28 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Delusion
ძვირფასო დილუჟენ ანუ "მცდარო რწმენავ",...... რამდენადაც მე მივხვდი შენ გაინტერესებს არარელიგიური ისტორიული ცნობები იესო ქრისტეს შესახებ. ასეა, ხომ? უნდა შევინარჩუნოთ ობიექტურობა და ვთქვათ, რომ ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობს, თუმცა ასე მოჭრით და ცალსახად თქმა, რომ "არ არსებობს არც ერთი ცნობა ქრისტეს შესახებ", - არასწორია. ახლა, რა წყაროები გვაქვს რეალურად? 1) პირველი და უმთავრესი: იოსებ ფლავიუსი ცნობილმა ებრაელმა მოღვაწემ იოსებ ფლავიუსმა (37-100 წ.), რომელიც იყო რომის იმპერიის მოქალაქე, დაწერა წიგნი: "ებრაელთა ანტიკურობა" ახ. წელთაღრიცხვის 93-94 წლებში. ამ ნარკვევის აბსოლუტურად ყველა ხელნაწერი მომდინარეობს ქრისტეანული პირველწყაროებიდან. ეს ცხადია გარკვეულ დაღს ასვამს მას, ისმის რა კითხვა: რატომ მხოლოდ ქრისტეანულ პირველწყაროებში გვხდება ეს ისტორიული ცნობები? ამაზე პასუხი ორგვარი შეიძლება იყოს: ა) არაქრისტეანული ვერსიები გაანადგურეს (ან განადგურდა) თანამედროვე ქრისტეანებმა, როგორც წარმართული, თანაც იმ იმედით რომ მათაც ჰქონდათ თავიანთი ვერსიები, რაც იმ დროისათვის რეალური წყარო იყო, დროის გავლამ კი არია ყველაფერი და ვერსიები, რომელიც ქრისტეანებს ჰქონდათ ერთობ საეჭვო გახადა. ბ) ქრისტეანული ვერსიები ერთადერთი იმიტომაა, რომ ის ქრისტეანების შეთხზულია ან სულ მცირე მნიშვნელოვნად გადაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არარელიგიური წყაროა. იოსებ ფლავიუსის ნაშრომებს ცხადია წმინდა წერილთან კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც ის უფრო ისტორიული ჯანრის ნარკვევია, ვიდრე თეოლოგირი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როგორმე უნდა დადგინდეს, რამდენად მართალია ის ვერსიები, რომლებიც ქრისტეანებს აქვთ და რა არის გადაკეთებული ან ვინ იცის მთლიანად მოგონილი. ეს ძალიან რთული კითხვაა და ამაზე უნდა ვაღიაროთ, რომ პასუხი არ არსებობს, არც ისეთი რაც იესო ქრისტეს არსებობას დაადასტურებდა და არც ისეთი, რომელიც დაამტკიცებდა რომ იოსებ ფლავიუსის წყარო პირველქრისტეანთა შეთხზულია. რა და როგორ აქვს ნახსენები იოსებ ფლავიუსს? იგი ორჯერ იხსენიებს იესო ქრისტეს. მეორე მოხსენიება არის შედარებით მცირე. მეორე, გაკვრით მოხსენიების ციტატა: "იაკობი, ქრისტეს ძმა, რომელიც იწოდა ქრისტედ". ეს მცირე ციტატა, რომელიც გაკვრით იხსენიებს იესო ქრისტეს, როგორც იაკობის ძმას, მეცნიერთა უმრავლესობის აზრით ნამდვილად სარწმუნოა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მეორე ციტატაზე, რომელიც გაცილებით ინფორმატიულია: "ამ დროისათვის გამოჩნდა იესო, ბრძენი ადამიანი, ნამდვილად თუ შეესაბამება მას იწოდოს ადამიანად.რადგანაც ის ასრულებდა პარადოქსულ ქმედებებს, მასწავლებელი ხალხთა, რომლებიც იღებდნენ მას უჩველო სიამოვნებით, მან დაიმორჩილა მრავალი ებრაელთაგანი და ასევე ბერძენთაგანი. ის იყო ქრისტე. პილატემ, როდესაც ბრალი დასდო პირველ ადამიანს ჩვენს შორის და მიუსაჯა მას ჯვარცმა, იმათაც ვისაც ადრე უყვარდათ ბოლომდე გაყვნენ მას. ის გამოეცხადა მათ მესამე დღეს ისევ ცოცხალი, როგორც ღვთის წინასწარმეტყველებმა თქვეს, ასევე ის ურიცხვი უცნაურობანი რაც მას ეხებოდა. ქრისტეანთა ტომი, რომელიც ასე ეწოდათ მის გამო ჯერაც არ გამქრალა." ამ ციტატამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მეცნიერთა უმეტესობა მის სარწმუნობას ეჭვქვეშ აყენებს და მიაჩნია რომ ის სახეცვლილია, თუმცა ბევრი თვლის რომ იოსებ ფლავიუსს მართლაც უწერია მცირე რამ იესო ქრისტეს შესახებ. ამას ვარაუდობენ ორი მიზეზის გამო, პირველია ის რომ საერთოდ არაფრიდან, მაინცდამაინც ფლავიუსის ნაშრომებში რატომ უნდა გაჩენილიყო ცნობები იესო ქრისტეს შესახებ? ივარაუდება, რომ მას მართლაც ეწერა რაღაც, რაც მოგვიანებით გადაკეთდა, თანაც ნაწერის ლიტერატურულ-გრამატიკული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სიტყვების გარკვეული რაოდენობა, მართლაც წააგავს იოსებ ფლავიუსის ლექსიკას და მას უნდა ეკუთვნოდეს. არსებობს ამ ციტატის სხვა ვარიანტიც, რომელიც არაბმა ისტორიკოსმა შემოგვინახა. იგი გაცილებით სარწმუნოდ გამოიყურება და ივარაუდება, რომ ნამდვილი ტექსტი თუ არ არის, მაქსიმალურად მიახლოებულია იოსებ ფლავიუსის რეალურ ნაწერთან. მეორე ვარიანტი ასე გამოიყურება: "ამ დროისათვის იყო ბრძენი ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ იესოს. მისი ქცევა იყო კარგი. ის ცნობილი იყო თავისი ბრწყინვალე ზნეობით და ბევრი ებრაელთაგანი, ასევე სხვა ეროვნებისანი გახდნენ მისი მიმდევრები. პილატემ მიუსჯა მას ჯვარცმა, რათა მომკვდარიყო. და იმათ, ვინც გახდნენ მისი მიმდევრები, არ შეუწყვიათ მიმდევრობა. მათ განაცხადეს რომ ის გამოეცხადა მათ სამი დღის შემდეგ და იყო ცოცხალი. სავარაუდოს ის იყო მესია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველები წერდნენ." ჩემი ვარაუდით ამ ორი ციტატის გადაგდება არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს პატარა ციტატა, სადაც გაკვრით მოიხსენიება იესო ქრისტე და დიდი ციტატის ორი ვარიანტი, ერთი შედარებით სარწმუნო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით საიდან და როგორ გაჩნდა იოსებ ფლავიუსის ტექსტში ცნობები ქრისტეს შესახებ. ყველაზე სავარაუდოა, რომ ის მართლაც არსებობდა ორიგინალურ ნაწერშიც, ოღონდ სახეცვლილი ფორმით და ჩვენამდე მოღწეული ვარიანტი გადამწერთა ნებსით თუ უნებლიე პერიფრაზირების შედეგია. ამხელა ინფორმაციის ხელაღებით მოსროლა და მთლიანად ზღაპრისთვის მიკუთვნება არ იქნებოდა სწორი. სულ მცირე დისკუსია შეიძლება. 2) მეორე, უფრო მწირი, მაგრამ (ალბათ) უფრო მნიშვნელოვანი წყარო: გაიუს კორნელიუს ტაციტუსი გაიუს ტაციტუსის(56-117წ.) საბოლოო ნაშრომს წარმოადგენს წიგნი: "ღვთიური იმპერატორის ავგუსტინეს სიკვდილის კვალდაკვალ". ეს არის მრავალტომეული ნაშრომი, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს პირველქრისტეანებთან. აქ ვხვდებით ციტატას: "ქრისტე, რომლისგანაც წამოვიდა ქრისტეანთა სახელწოდება, სასტიკად დაისაჯა იმპერატორი ტიბერიუსის მმართველობისას ერთ-ერთი ჩვენი პროკურატორ პილატე პონტოელის ხელით." მეცნიერთა უდიდესი უმრავლესობა ამ ციტატას სარწმუნოს უწოდებს. არსებობს საწინააღმდეგო აზრიც. ეს ციტატა თითქოს მერეა ჩამატებული, ეს წინააღმდეგობა ეფუძნება იმას, რომ ადრეული ქრისტეანები არასოდეს მიუთითებდნენ გაიუს ტაციტუსს, თუმცა ამის პასუხი შეიძლება ის იყოს, რომ მის ნაშრომში იმდენად დამცირებულად და ამაზრზენად არიან გამოყვანილი ქრისტეანები, რომ უბრალოდ მათ არ ისურვეს ამგვარი ლიტერატურით სპეკულირება. ზოგიერთის მოსაზრებით წყარო უტყუარია, მაგრამ გაიუს ტაციტუსმა უბრალოდ გაახმოვანა ის, რასაც თვითონ ქრისტეანები ამბობდნენ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, რომ არსებობს I საუკუნის არაქრისტეანული წყარო, რომელიც გვამცნობს ქრისტეს სასტიკად დასჯას პილატეს მიერ ტიბერიუსის მმართველობისას და ეს სრული სიმართლეა, ემთხვევა ბიბლიასაც. დისკუსია შეიძლება, მაგრამ წყარო რჩება წყაროდ. 3) გაიუს სეკუნდუს(53-117წ.), უმცროსის, პონტოს პროვინციული მმართველის წერილი იმპერატორ ტრაიანუსისადმი. ამ წერილში გვხვდება ციტატა: "მათ თაყვანი სცეს შენს სურათს, მაგრამ ადრე მისდევდნენ ქრისტეს." ამ წყაროს, როგორც ფაქტის ჭეშმარიტებაში არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ აქ საკითხავი ისაა ეს პროვინციული მმართველი რის საფუძველზე გვაწვდის ცნობას ქრისტეს შესახებ. უბრალოდ გამოძახილია ქრისტეანთა მონაყოლის თუ დარწმუნებულია თვითონაც, რომ ქრისტე რეალური პიროვნებაა? ეს არ არის ცნობილი. 4) ლუციანი, რომაელ-სირიელი სატირისტი, რომელიც ბერძნულად წერდა ასეთ ციტატას წერს: "ქრისტეანები, როგორც ხედავთ, დღემდე ლოცულობენ ადამიანზე - გამორჩეული პერსონები, რომლებმაც გაგვაცნეს თავიანთი ჩვეულება-ცერემონიალები. ის ადამიანი ჯვარს აცვეს კიდეც ამის გამო..." ეს წყაროც უტყუარია. არსებობს ქრისტეანობისგან დამოუკიდებლად, მაგრამ არ ჩანს ავტორმა საიდან მიიღო ცნობები ქრისტეს და მათი მიმდევრების არსებობის და ხვედრის შესახებ. არსებობს სხვა მცირედი წყაროებიც, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, რომ ღირდეს აქ მოყვანა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი