მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
nino ni |
Dec 16 2008, 09:18 PM
პოსტი
#2
|
mariami ჯგუფი: Members პოსტები: 93 რეგისტრ.: 28-April 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,681 |
რა კარგი რაღაც წამოგიწყიათ? ძალიან მომეწონა და მეც ხომ არ ჩამრთავდით მოხალისეთა გუნდში? მაგრამ ორი პრობლემა მაქვს, ფონტები ვერ გადმოვწერე და ფოტო შოპი არ ვიცი
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია!
|
elenele |
Dec 17 2008, 12:25 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 14-October 08 მდებარ.: ruseti წევრი № 5,807 |
რა კარგი რაღაც წამოგიწყიათ? ძალიან მომეწონა და მეც ხომ არ ჩამრთავდით მოხალისეთა გუნდში? მაგრამ ორი პრობლემა მაქვს, ფონტები ვერ გადმოვწერე და ფოტო შოპი არ ვიცი გილოცავთ ბარბარობას ჩემო კარგებო, ღმერთმა გაგვაძლიეროს. ნინო ძალიან კარგს იზამ თუ შემოგVიერთდები აბე დაგასაქმებს რომ შემოვა. მანამდე კი მე შემიძლია გამოგუგზავნო ფონტი დააყენე და ვორდსში უნდა იმუშაო, ფოტო-შოპი აღარ არის საჭირო, ჩვენმა ჭკვიანმა აბემ გაამარტივა, ღმერთმა გადმოხედოს. კარგი აბე მასე ვიზავ, როგორც დამიწერე. შეგეწიოს წმიდა ბარბარეს მადლი. -------------------- ქალწულმოწამეო ბარბარე ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო სასწაულმოქმედო ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი