უცხოური ლიტერატურა, პროზა და პოეზია ჩვენი ხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხოური ლიტერატურა, პროზა და პოეზია ჩვენი ხედვით |
KAIROS |
Apr 5 2008, 08:30 PM
პოსტი
#141
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს უცხოეთში, შესაბამისად - ფლობს სხვადასხვა ენას და ეცნობა უცხოურ ლიტერატურას, ძირითადად, ჩვენამდე უცხოური ლიტერატურა თარგამანის საშუალებით მოდის, მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა ( და ალბათ, ახლაც გვყავს ) შესანიშნავი მთარგმნელები ( მე, მაგალითად, გრიგოლ აბაშიძეს დავასახელებდი, რომელმაც შანდორ პეტეფი ისე საოცრად თარგმნა, რომ ვერავინ დამარწმუნებს, უნგრულად უფრო ლამაზად იკითხება ის ლექსი - " მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." , მაინც ჩვენი წარმოდგენა უცხოურ ლიტერატურაზე (თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ფილოლოგი არაა) მაინც ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენს მცირე გამოცდილებას, რაიმე ლამაზ ლექსს, თუნდაც სტროფს, ან რაიმე მოთხრობას, თუნდაც მცირე შინაარს გავუზიარებთ ფორუმელებს; რასაკვირველია, თარგმანის მაღალი ხარისხის მოთხოვნა აქ სრულიად შეუსაბამო იქნება, მაგრამ გავაკეთოთ ის, რაც ძალგვიძს...
აბა, გელით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
georgianeli |
Dec 18 2008, 06:08 AM
პოსტი
#142
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
"ყოველი ადამიანი შეიძლება იყოს დიადი, ყოველი საჭიროა. ამისათვის არაა აუცილებელი, გაგაჩნდეს სამეცნიერო ხარისხი. არც ისაა აუცილებელი, რომ მუდამ თანხმობაში მოდიოდე შენი მტკიცებებითა და სიტყვებით. მთავარია, მადლით გქონდეს გული გამოვსებული, სული კი-სიყვარულით" (მარტინ ლუთერ კინგი)
"სიყვარული, დამყარებული სილამაზეზე, ისევე მალე კვდება, როგორც ეს უკანასკნელი" (ჯონ დონი) ისევ და ისევ ბარათაშვილისეულ-ლაოძისეული სხვაობა სილამაზესა (გარეგანი მხარე ადამიანის) და მშვენიერებას (შინაგანი მხარე) შორის. "არავინაა ზედმეტად პატარა სიყვარულისათვის, რადგანაც სიყვარული გონებიდან კი არ გამომდინარეობს, რომელმაც იცის ასაკი, არამედ გულიდან, რომლისთვისაც არ არსებობს წლოვანება" (ანონიმი) "სიყვარული სანელებელივითაა: მას შეუძლია უფრო გემრიელი გახადოს ცხოვრება, მაგრამ ასევე შეუძლია მოშხამოს იგი" (კონფუცი) "სიყვარული ისეთივე ხელოვნებაა, როგორც მუსიკა" (პიერ ლუისი) "სიყვარული ყვავილია, რომლის ნეკტარიცაა სიყვარული" (ვიქტორ ჰიუგო) "უსიყვარულო და შეყვარებულ ადამიანს შორის ზუსტად ის სხვაობაა, როგორც ჩამქრალ და ანთებულ ნათურას შორის" (ვინსენტ ვან გოგი) "მშვენიერი მაშინ ხარ, როდესაც ანიჭებ მეგობრებს კუთვნილ სივრცეს, როდესაც გწამს, იღიმები, ან გრძნობები ცრემლებად გეძალებიან, როდესაც ძლევ ამ ყველაფერს, როცა საუბრობ შენი ოცნებების შესახებ, როდესაც ეხმარები ადამიანებს, როცა მართალ საქმეს სჩადიხარ მაშინაც კი, თუკი იგი სხვას მცდარად ეჩვენება... როცა გიყვარს." (ანონიმი) "სიყვარული იმასაც შეგაძლებინებს, რომელიც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდა" (ფილ კოლინზი) "სადაც სიყვარულია, იქ მანძილი არ არსებობს" (მატა ამრიტანანდამაი) "სიყვარული ჭეშმარიტებას ჰგავს: ზოგჯერ ზეიმობს, ზოგჯერ კი გტკენს" (ვიქტორ გარსია) "მიმტევებლობა სიყვარულის უზენაესი საფეხურია" (რეინჰოლდ ნიბური) "სიყვარული ბრმა კი არაა, არამედ განახებს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ" (ანონიმი) "რჩეულს შეიძლება სამყაროს ყველა საგანძური მიუძღვნა, მაგრამ მარადიული სულიერი მეგობარი მხოლოდ იმ ერთ სიტყვას ამჯობინებს" (ჟაკ პიერ რიბო) "ბრძნულად შეუნიშნავთ, რომ არ შეგვიყვარდება ის ადამიანი, რომელზედაც ერთჯერ მაინც არ გაგვცინებია" (აგნეს რეპლიე) "თუკი საგანს უყვარს, იგი უსასრულოა" (უილიამ ბლეიკი) "შეყვარებულნი სადღაც კი არ ხვდებიან ერთმანეთს, არამედ მუდამ ერთმანეთში ცხოვრობენ" (ჯელალედდინ რუმი) "სიყვარულმა თქვა: დაწექ და იფიქრე ჩემზე. ძილმა თქვა: დახუჭე თვალები დღის ბოლომდე, მაგრამ აი, მოვიდა ოცნება და ღიმილით ორივეს თავისი გზა გაუკვალა" (სარა თისდეილი) "თუკი მაიძულებ გითხრა, თუ რატომ მიყვარდა იგი, ვერაფერს გიპასუხებ გარდა იმისა, რომ იგი იყო იგი და მე-მე" (მიშელ მონტენი) "ეჭვიანობა სენია, სიყვარული კი-ჯანსაღი მდგომარეობა. უმწიფარი გონება მათ ხშირად ერთმანეთში ურევს, ან ფიქრობს, რომ რაც უფრო ეჭვიანია ადამიანი, მით უფრო მეტად უყვარს-არადა, ერთიც და მეორეც ურთიერთშეუსაბამოა; სადაც პირველია, იქ მეორე ქრება" (რობერტ ჰეინლაინი) "სიყვარული ისაა, როდესაც შენი ოცნების ქალი რეალობა ხდება, ხოლო ძილი კი კარგავს უპირატესობას" (ანონიმი) "სიყვარული ისაა, როდესაც საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად ბაგეების შერხევაც კი არ გჭირდება, რადგან მაშინ გული გიცემს... და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი..." (კეიტლინ როჯერსი) "სიყვარული გარეულ ვარდსა ჰგავს, მშენიერსა და მშვიდს, რომელზე მზრუნველობაც გულის სისხლის დათხევას მოითხოვს" (მარკ ოვერბაი) -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 07:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი