რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული... |
Delusion |
Dec 2 2008, 09:56 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
საინტერესოა რატომ არ არსებობს არცერთი ისტორიული ცნობა ქრისტეს შესახებ, გარდა რელიგიური წყაროსი?
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
Delusion |
Dec 16 2008, 08:55 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა ზრდილობა არ გაწყენდათ ისე საკითხის შესახებ როცა წერთ, ყოველმხრივ უნდა განიხილოთ ისე რატომ გგონია, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ? და უზრდელობა სად დაინახეთ? ყოველმხრივ ვიხილავ ზუსტად სადმე ვახსენე, რომ "ყველაზე ჭკვიანი ვარ" ? ეს თქვენი ფანტაზიის ნაყოფია. კანუდოსელი ციტატა ფაქტები სამეცნიერო ლიტერატურაა, რომელთანაც ვატყობ მთლად მეგობრულად არ ხარტ განწყობილი... რომელ სამეცნიერო ლიტერატურაზეა საუბარი, რომელიც ვერ წარმოადგინეთ? კომუნისტების იდეოლოგიას კი განვიხილავდი, მაგრამ სხვა რამეზეა თემა, თან ისე საუბრობთ კაცი იფიქრებს რომ ყველას თავში იჯექით და ხვდებოდით რას ფიქრობედნენ ისინი ვინც სახელმძღვანელოებს წერდა. რანაირად იყენებთ კომუნიზმს - იესო ქრისტეს არსებობის დამადასტურებელ არაქრისტეანულ წყაროდ? sable სამწუხაროდ, რელიგიური წყაროებზე არ არის ეს თემა, არამედ - არა რელიგიურ წყაროებზე. კომუნისტების დროს დაწერილი სახელმძღანელო ლიტერატურა, რბილად რომ ვთქვათ - ტენდენციურია. გარდა ამისა - ვერ გამოდგება წყაროდ. (იმედია წლების დასახელება არ მომიწევს.) -------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
sable |
Dec 18 2008, 06:23 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable სამწუხაროდ, რელიგიური წყაროებზე არ არის ეს თემა, არამედ - არა რელიგიურ წყაროებზე. კომუნისტების დროს დაწერილი სახელმძღანელო ლიტერატურა, რბილად რომ ვთქვათ - ტენდენციურია. გარდა ამისა - ვერ გამოდგება წყაროდ. (იმედია წლების დასახელება არ მომიწევს.) ვერ ერთი გამოკვლევა ვერ გამოდგება წყაროდ არც კომუნისტების დროს დაწერილი და არც კაპიტალისტების. წყარო არის ის რასაც მკვლევარები იყენებენ და ეს მკვლევარი მის ნაწარმოებს კომუნისტების დროს შექმნის თუ მის შემდეგ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რათქმაუნდა ის ტენდენციური არ არის. თუ ვინმეს ჰგონია რომ ესა თუ ის ავტორი ტენდენციური მაშინ ჯერ ჯობია ის წაიკითხოს და მერე ისაუბროს მისი ნაკლის შესახებ, ვიდრე თქვას რომ ეს კომუნისტების დროს არის დაწერილი და მაშასადამე ის ყალბიაო. ამასთან ის ავტორები ვინც იკვლევს თუნდაც ქრისტეს პიროვნებას ეყრდნობიან რაღაც წყაროებს ხოდა შენც იმ ნაწარმოებებში გამოყენებულ წყაროებს მიაქციე ყურადღება და არა ავტორის აზრებს. ასეთი წვრილმაბნის განსხვავება ხომ ყველას შეუძლია. თუ ჩვენ ვიტყვით რომ კომუნისტების დროს დაწერილი ლიტერატურა უარგისიაო მაშინ ივანე ჯავახიშვილის არ ყოფილა ვარგისი. sable ბერძნული მითები გამოდგება ზევსის ისტურიულობის წყაროდ? ან არგონავტიკიდან ჰერაკლეს არსებობას დავადასტურებთ? არგონავტების მითი დაწერილია ძვ. წ. IV საუნკუნეში და ის ეხება ძვ. წ. XIIIს. ამბავს. ამდენად ეს მითი არის რაღაც სიმართლის შემცველი მაგრამ იმდენად არის დროდადრო დამახინჯებული რომ 9-ა საუკუნის შემდეგ დამახინჯებული სახით მოაღწია მკითხველამდე, სადაც სიმართლე ფაქტობრივად ლეგენდის ბურუსშია მოცული. ხოლო რაც შეეხება ბიბლიის ტექსტებს ისინი 1-2 სს. არის დაწერილი და აღწერენ ქრისტესა და მისი მოწაფეების მოღვაწეობას 1 წლიდან სადღაც 90 წლამდე ანუ მთლიანად I საუკუნის ამბებს, ამდენად ბიბლიის ავტორები იმ ამბების თვითმხილვევლებია რაზეც ისინი წერენ (საუბარია ახალ აღთქმაზე) ასე რომ შედარება ბერძნულ მითოლოგიასთან მე ვფიქრობ უადგილოა. გიორგი ყველა ის წყარო რაც შენ მოიყვანე ყველა უტყუარი მასალაა ქრისტეს შესახებ შეიძლება რედაქტირების შედეგად რაღაც შეიცვალა დროთა განმავლობაში მაგრამ დედაზრი აბსოლიტურად სწორია, მათ შორის ფლავიუსისაც განსაკუთრებით მისი არაბული რედაქცია. ამასაც რომ თავი დავანებოთ ახალი აღთქმის ტექსტებიც წყაროა ასე რომ აქ ფაქტობრივად საკამათოც კი არაფერია. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი