სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
გლახა |
Feb 1 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად
დაბადება 2:7 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. დაბადება 2:21 ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა. როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან... მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე |
მნათე |
Feb 1 2007, 08:48 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ გამოვყოთ რა ვიცით. შესაბამისად გამოიკვეთება რა არ ვიცით და გვინდა გავიგოთ
ადამიანია-სული და სხეული. [ორივე ერთად] სულია-პნევმა და ფსიქი [სამშვინველი] რამდენადაც მახსოვს საკუთრივ სული-პნევმა ხასიათდება შემდეგი თვისებით: 1. ძიება ღვთისა 2. შიში ღვთისა 3. სინდისი ამ უკანასკნელი, ანუ სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ მართლმადიდებელი ქრისტეანები, ჩვენთვის უკვე ნაცნობია ეს-ზე თვისებები საკუთარ თავში, რასაც მაგალითად ურწმუნო ადამიანს უცვლის მშვინვიერი სიამოვნებანი-მუსიკა, ხელოვნება და ა.შ ახლა ისე კი არ გაიგოთ რომ მე რომელიმეს ვეწინააღმდეგები პირიქით! მე მათ შესანიშნავად ვიყენებ სულიერ საქმეებში, მაგრამ როდესაც ხელოვნება ხდება მიზნობრივად ტკბობის საგანი და იგი არ გამოიყენება სულიერი მიმართებით, რასაკვირველია რბილად რომ ვთქვა კარგი არ არის -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი