ბარბარობა და ლობიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბარბარობა და ლობიანი |
tamara |
Dec 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...
სულ მაინტერესებდა - რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან... ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე - რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან - და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ. ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან - ანუ მრგვალ ფორმასთან - ანუ მზეს უკავშირდებოდა.. ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო.. |
სოფი |
Dec 20 2008, 03:13 PM
პოსტი
#42
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
inaina
ციტატა და თან ეს ტრადიცია მგონი მამა გაბრიელის დაბადებამდეც და იმაზე ადრეც არსებობდა,არა? უი,ხო,მაგაზე აღარ დავფიქრებულვარ ისე,ნეტა როდიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს staywhite ციტატა ანუ დღესასწაულზე რაღაცას აცხობენ და მარხვის გამო ლობიანი. ნიკოლოზობას რო არაფერი ვიცით? რაღა მაინც და მაინც მარტო ლობიანი.. სხვა სამარხვო საჭმლების გაკეთებაც ხო შეგვიძლია,მაგრამ არ გვაქვს ტრადიციად ციტატა Родина вида Phaseolus vulgaris — Южная Америка. В Европу фасоль была завезена в середине XVI века. აქედან გამომდინარე,გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ხანძთელი უნდა გამოვრიცხოთ. აი რას წავაწყდი ერთ ფორუმზე,რასაც პირველ პოსტში tamara ახსენებდა: ძველ ქართულ პანთეონში არსებობდა ასეთი მზის ღვთაება - ბარბალე/ბარბარე - რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში სწამდათ და ეთაყვანებოდნენ. ის იყო მზის ნაყოფიერების, დედური ძალის, ბუნების, სიცოცხლისა და ბედის მფარველი ღვთაება. ხალხში ცოცხლობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღეობას, მთელ წელს გაატარებდა ისე, ამიტომ "ბედობის" ჰიპოსტასიც შეერწყა მზის ამ ღვთაებას. სვანებში ამ ღვთაებას ერქვა - ბარბლაში, ზანები - ბარბოლი. ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები). ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები.. არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა... საოცარია, რომ წმინდა ბარბარეს დღე დაემთხვა წარმართულ მზის ღმერთ -ბარბალეს კულტს და სახელს. წმ. ბარბარე ხომ რეალურად არსებული ადამიანი იყო! რა არის კიდევ იცი საინტერესო? წარმართული ბარბალეს დღე როდის იყო ხომ არაა ცნობილი? დეკემბერში? ლობიანი რა შუაშია - ლობიო ხომ ევროპაში სულ რამდენიმე საუკუნეა რაც გაჩნდა - მგონი იგი ამერიკიდან ჩამოიტანეს როგორც კულტურა... ბარბარობა წარმართულ საქართველოში ზუსტად დეკემბრის თვეში, ანუ წინასაახალწლოდ იმართებოდა... პრინციპში ეს იყო საახალწლო რიტუალი, რომელიც რამდენიმე დღით უსწრებდა ხოლმე მას... რაც შეეხება ლობიანს, ვფიქრობ ეს ქრისტიანობის შემდეგ შემოვიდა, რადგან მოგეხსენებათ ამ დროს მარხვაა და ყველისა და ხორცეულისგან დამზადებული კერძები არ გამდგებოდა ქრისტიანული დოგმის მოხედვით, თორემ უწინ (სვანეთში მაგალითად) უფრო ხაჭაპური ცხვებოდა, პრინმციპში ასე იყო მთელ საქართველოშიც: მრგვალი ფორმის ცომეულის კერძები ცხვებოდა. ვინაიდან ბარბარე იყო მზის ქალი ღვთაება და მისი ნიშანი იყო წრე, ის კვერი, ან ხაჭაპური, რომელიცმის სახელზე გამოცხვებოდა, აუცილებელი იყო ყოფილიყო ასევე მრგვალი ფორმის... ხოდა,რა ვიცი აბა არ მეგონა ასე თუ დამაინტერესებდით -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი