ბარბარობა და ლობიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბარბარობა და ლობიანი |
tamara |
Dec 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...
სულ მაინტერესებდა - რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან... ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე - რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან - და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ. ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან - ანუ მრგვალ ფორმასთან - ანუ მზეს უკავშირდებოდა.. ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო.. |
tamara |
Dec 20 2008, 06:32 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები). ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები.. არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა 100% - მეც ასე ვიფიქრე - წარმართულიდან მოდის ეს. და საინტერესო კი ისაა, რომ დეკემბრის ბუნიობაზე - 22 დეკემბერს იყო ბარბალის დღესასწაული. ძალიან ბევრი წარმართული ტრადიცია შემორჩა საქართველოში - და გადაინაცვლა შემდგომ ქრისტიანულ საქართველოში. ერთმა ისტორიკოსმა თქვა - ქართველები წარმართულ ხანაშიც კი ქრისტიანები იყვნენო.. არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს... ასეა კიდევ ლაზები და წმ ლაზარე. ანუ ქართველები ხომ იყვნენ ლაზები და წმ ლაზარეს აღდგინება ხომ ქართულ ენის საიდუმლოსთანაა დაკავშირებული.. თუ არ ვცდები წარმართული გიორგიც არსებობდა წარმართულ საქართველოში.. ციტატა ეგ მგონი ბარბარეს კი არა და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ ცხვებოდა ლობიო არ იცოდნენ როცა წმ ბასილი ცხოვრობდა მაშინ.. სავარაუდოდ მრგვალი ფორმის კვერი უნდა ყოფილიყო- და ვინაიდან დეკემბერში მარხვა იყო - ყველის ან ხორცის ნაცვლად უკვე ქრისტიანულ საქართველოში მოგვიანებით დებდნენ ლობიოს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი