![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ვიღებთ რა ნათელს წმიდა ეკლესიაში, რომელიც ერთადერთი წმიდა და კათოლიკეა, ჩვენს ცხოვრებაში იწყება აღმავლობა ან პირიქით დაღმავლობა, მაგრამ ერთი ფაქტია_პრეცედნტი ცხონებისა იქმნება.
ემბაზიერი ადამიანი ამიერიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს სასუფევლისკენ, ზოგჯერ ჩერდება, ზოგჯერ ქვევითაც მოდის ზოგჯერ სულ გადაუხვევს ამ გზას. . . . მაგრამ ეს გზა თითოეული ჩვენგანისთვის ეკლიანია, საოცრად მტკივნეული, შეიძლება ითქვას გოლგოთას მსვლელობა, როცა ადამიანი იბრძვის სასუფევლის მიტაცებისთვის, ამ გაბრძოლებას კი თან ახლავს დიდი ტკივილი. . . მაგრამ რისი ბრალია რომ ზოგჯერ ჩვენ ვერ ვუძლებთ ამ ტკივილს და ვჩერდებით? იქნებ იმის რომ ჩვენი ნება არაა მიმართული სასუფევლისკენ? იქნებ მე სულაც არ მინდა სასუფეველი? განა მიზანდასახულები არ ვართ? აბა ვინმემ შემოგვთავაზოს დიდი მოცულობის თანხა, ხომ დავიგლეჯთ ყველაფერს და მაინც მოვიპოვებთ? მაგრამ რატომ რატომ არ ვიბრძვით იმისთვის რასაც ვერაფერი შეცვლის? რატომაა ჩვენი ბრძოლა ასეთი უსუსური? იქნებ იმიტომ რომ წარმოდგენაც არ გვაქვს რა არის? მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა ეს კიბე მაინც გვხიბლავს და გვიყვარს ეს ეკალი. . . . და ეს სულაც არაა ჩვენი დამსახურება. . . და აი ყოველ წამს მარადიული ჩაძახება: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს. " -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა ზოგჯერ უზომოდ მძიმეა, საფეხურზე აბიჯება ახლა მეჩვენება რომ უკან მივდივარ მნათე კარგად მესმის შენი.მეც მქონია ეგეთი შემთხვევები.ზოგჯერ ვგრძნობ და ძალიან ვიტანჯები იმის გამო,რომ რაღაცნაირად უფალს დავშორდი,დავივიწყე,აღარც ხშირად დავდივერ ეკლესიაში,წესიერად ვერ ვლოცულობ, ზოგჯერ კი პირიქით ხდება,ისევ ვგრძნობ უფლის ძალას და დიდ სიყვარულს.ყოფილა ისეთი შემთხვევებიც,როცა ეკლესიაში მხოლოდ შაბათ-კვირას წასვლა არ მაკმაყოფილებს, და ა.შ. ციტატა იქნებ იმის რომ ჩვენი ნება არაა მიმართული სასუფევლისკენ? იქნებ მე სულაც არ მინდა სასუფეველი? ჩემი აზრით,მთლად ეგრეც არაა.რომელ მართმადიდებელს არ უნდა სასუფეველში მოხვედრა? უბრალოდ ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ მასზე,ამქვეყნიური ცხოვრებით ვართ გატაცებულნი,აღსარებას ვაბარებთ და ამით ვიმშვიდებთ თავს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი