სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
გლახა |
Feb 1 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად
დაბადება 2:7 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. დაბადება 2:21 ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა. როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან... მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე |
დავით ივერიელი |
Feb 2 2007, 12:06 AM
პოსტი
#2
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ამ თემასთან ერთად, თავისუფლების განხილვაც... მნათეს თქმის არ იყოს, დაცემის შემდეგ ადამიანის სული გაიყო სხეულისაგან და სხეულის ნება თითქმის ყოველთვის ეწინაამღმდეგება სულისას... სწორედ აქ არის თავისუფლებაზე საუბარი საჭირო... იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის კომბინაცია, ერთობლიობა.... ერთი ბატონობს მეორეზე ( უმეტეს შემთხვევაში სხეული სულზე)... ქრისტიანული სწავლებით (ყოველშემთხვევაში მართლმადიდებლურით) სხეული მოკვდავია და სული უკვდავი.... ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა თუ სულზე ვიზრუნებდით და არა სხეულზე.. ამიტომ ვფიქრობ, რომ სულის ბატონობა სხეულზე ხელს შეუწყობს ჩვენს ცხონებას... ქრისტესთან ახლოს ყოფნას... სულის ბატონობა კი არაფერია, თუ არა თავისუფლება, ანუ ჩვენ(სული) ვფლობთ ჩვენს იარაღს ანუ სხეულს და არა პირიქით....
-------------------- მერე რა რომ . . .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 08:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი