ბარბარობა და ლობიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბარბარობა და ლობიანი |
tamara |
Dec 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...
სულ მაინტერესებდა - რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან... ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე - რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან - და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ. ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან - ანუ მრგვალ ფორმასთან - ანუ მზეს უკავშირდებოდა.. ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო.. |
სოფი |
Dec 22 2008, 08:36 PM
პოსტი
#62
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
tamara
ციტატა ერთმა ისტორიკოსმა თქვა - ქართველები წარმართულ ხანაშიც კი ქრისტიანები იყვნენო.. არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს... ამაზე გამახსენდა,იმ ფორუმიდან დაკოპირებისას გამოვტოვე ზოგიერთი რამ, ის ავიღე,რა თემაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი. ახლა ამასაც დაგიდებ: მართლაც რომ საოცარი დამთხვევა იყო და არის ეს, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ქართული წარმართული აზროვნება იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს შობისა და შეიძლება ითქვას - არანაკლებ ახლოს იდგა მასთან, ვიდრე ძველ აღთქმაში მოცემული სამყარო... ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები, რომელზეც წარმართობის დროსაც კი ჯვარს სახავდნენ ხოლმე ქართველები -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი