![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
თავიდანვე მინდა აღვნიშნო რომ ეს თემა არ არის კათოლიკე ძმათა სალანძღავი ადგილი! ნურც მგზნებარე 'აპოლოგეტები გამოეხმაურებიან
![]() თემას ვიწყებ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორუმზე ჩემს მიერ დაწერილი პოსტებით ![]() --------------------------- ინკვიზიციური სასამართლოების გამოგონების ავადსახსენებელი პატივი პაპ ინკონტი III-ს ეკუთვნის (1198-1216) სწორედ მან, ერეტიკოსთა (ე.წ ალბიგოელთა[ამაზე განავრცოს ვისაც შეუძლია-სიამოვნებით მოვისმენ] ) გონზე მოსაყვანად და პაპიზმის წიაღში დასაბრუნებლად სხვა საშუელებებთან ერთად "წმინდა ინკვიზიცია გამოიგონა" და მისი მართვა დაავალა იმ დროინდელ მქადაგებელთა ორდენს, რომელსაც შემდეგ დომინიკელთა ორდენი ეწოდა. დასაწყისში ინკვიზიციის მთავარი მიზანი მწვალებლობის აღმოფხვრა იყო, თუმცა მისი მიზნები მალევე გაფართოვდა და პაპის ხელისუფლების მთელი სიმკაცრით ასამოქმედებლად მოიმართა. 1198 წლიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მარტო ესპანეთში მსჯავრდებულ იქნა 341.027 მოქალაქე, მათგან 31.912 ცოცხლად დაწვეს, 17.669 გაქცეულის პორტრეტი ცეცხლს მისცეს, 291.456-ს მიუსაჯეს სხვადასხვა მძიმე სატანჯველი და სიკვდილი. მაშ ასე, ინკვიზიციის-დანიშნულ კვირას, გაისმოდა ზარების საზეიმო რეკვა, რომელიც ყველას უხმობდა ცოდვილის დასჯის სანახაობაზე, მოედნისკენ პირველი მიიჩქაროდნენ ქალაქის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მოქალაქეები, დაგვიანების გამო ინკვიზიციის მოწინააღმდეგეებად არ ჩაგვთვალონო ![]() სიკვდილის სუნის ტრიალში, ციხიდან გამოდიოდა რელიგიური პროცესია: წინ მიდიოდნენ "წმინდა დომინიკეს" ორდენის წევრები, მათ მოყვებოდა სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების მქონე-ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ სინანულს ექვამდებარებოდა; შემდეგ მოქონდათ ცხოველმყოფელი ჯვარი-უფლის გულმოწყალებისა და სიყვარულის ამ უდიდეს სიმბოლოს მოსდევდნენ გუშაგებით გარშემორტყმული საბრალო სიკვდილმისჯილები, ფეხშიშველნი, საგანგებო მოსასხამებში გახვეულნი-თავზე კონუსისებრი ქუდებით, რომლებზეც დემონები და ჯოჯოხეთის ცეცხლი იყო გამოსახული, შემდეგ მოჰოქნდათ იმ მსჯავრდებულთა ფოტოები, რომლებმაც გაქცევით უშველეს თავს, ასევე შავი კუბოებით მოასვენებდნენ იმ სიკვდილმისჯილთ რომლებიც საკანში გამოესალმნენ სიცოცხლეს, კუბოზე ქუდების მსგავსად გამოსახული იყო დემონები და ჯოჯოხსეთის ცეცხლი. ამას მოყვებოდა ბერ-მონაზვნობა და პაპისტური ორდენის წევრები, ასეთი მწუხარე პროცესია ქალაქის მთავარი ქუჩის გავლით ტაძრისკენ მიემართებოდა. ტაძარში რომელიმე ფანატიკურად მგზნებარე დომინიკელი ხოტბას შეასხავდა "წმინდა ინკვიზიციის" კეთილ ნაყოფს და სხვა საზიზღარ ცერემონიებს-რომლებსაც "კომბახით შექონდათ ნათელი". აქვე წარმოთქვამდნენ საშინელ ანათემებს და უღვთო სასამართლოს ავადსახსენებელ განაჩენს. განსასჯელები ჩამქრალი სანთლებით იდგნენ. განაჩენის წაკითხვის შემდეგ, მათ ხელებს უკრავდნენ და კვლავ წმინდა საგალობლებისა და ფსალმუნების გალობით "ღვთისმოსავი" ხალხით გადაჭედილ მოედანზე გაყავდათ; იქ რელიგიური მანიით შეპყრობილი პაპის ეკლესიის მონაზონთა ფანატიკური სიძულვილის უდანაშაულო მსხვერპლთა მისაღებად უკვე გიზგიზებდა კოცონები. ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რომლებიც მეგობრებსაც ვერ ნახულობდნენ [დაწვაზე ახლობლის დასწრება დაუშვებელი იყო, რადგან მათი ერთი ამოკვნესა ან ცრემლი ინკვიზიციას უდრიდა] თითქოს დაცინვით ეკითხებოდნენ სურდათ თუ არა სიკვდილი კათოლიკური სარწმუნოების აღიარებით, ვინც "სიყვარულით აღსავსე" დომინიკელს დადებითად უპასუხებდა იღებდა უპირატესობას-ჩამოახრჩობდნენ და შემდეგ ცეცხლში ჩააგდებდნენ. ვინც უარყოფითად ცეცხლში წვავდნენ-ყველა კმაყოფილი იყო ![]() აქვე ბიზანტიურ თვალდათხრისა და მწვალებელთა სოფლების გადაწვის ტრადიციასაც ვახსენებ [შემახსენეს ერთ დროს ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ვისაუბროთ. შეიძლება მთლად ისე მგზნებარე აღარ ვარ როგორც ადრე, მაგრამ სხვაგვარი ტექსტის დაწერა დამეზარა ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
მე ვიცი რომ ინკვიზიცია ერთ კაცს შეეხო რომელმაც 68 ენა იცოდა და ამის გამო დემონობა დააბრალეს და დაწვეს ![]() გენია ყოფილა ეგ კაცი და აბა ეგეთის დაკარგვა იქნებოდა??? ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი