მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 27 2008, 10:59 PM
პოსტი
#1
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ აბესალომ (ბესო) ქოროღლიშვილი. ამას წინათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? მე რათქმაუნდა ვიცოდი, რომ არსებობს 3 ქართული ანბანი: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხა-ხუცური და მხედრული (თანამედროვე ქართული ასოები). მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად მესწავლა ნუსხა-ხუცური. როდესაც ამ ადამიანმა მითხრა პატრიარქის კურთხევაა და თუ შეძლებ ისწავლე ნუსხა-ხუცური ანბანიო, მაშინვე დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში ვისწავლე კიდეც. ახლა ნუსხა-ხუცური ანბანით დაწერილი ლოცვანით ვლოცულობ. არ გასულა რამოდენიმე ხანი და იდეა გამიჩნდა, orthodoxy.ge-ზე გამომეყენებინა ეს ჩემი შრიფტი და დავუკავშირდი ამ საიტის ავტორს. მან დიდი სიხარულით გამოთქვა თანხმობა, რომ საიტზე განგვეთავსებინა ნუსხური შრიფტით დაწერილი ლოცვანები. საჭიროა გაკეთდეს შემდეგნაირად ლოცვები: ვინც გადაწყვეტთ ჩემს დახმარებას ამ კეთილშობილურ საქმეში, გთხოვთ შემეხმიანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ! ! |
აბე |
Dec 25 2008, 01:50 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ერთი რაღაცის თქმა მინდა ყველასთან. რათქმაუნდა ამ პატარა რაღაცის შესწორებას არაფერი არ უნდა და ჩემთვის რასაკვირველია არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც ვიტყვი. ამინის წინ მძიმე არ დაწეროთ, წერტილი დაწერეთ.
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი