მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
დავით ივერიელი |
Jul 30 2006, 10:24 PM
პოსტი
#21
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
***
-------------------- მერე რა რომ . . .
|
იოანა |
Jul 31 2006, 12:26 AM
პოსტი
#22
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ციტატა რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს... თუ ამ სიტყვებში იგულისხმება საერო ცხოვრებასთან განშორება და მონასტერში წასვლა, მე გავიხსენებ შემდეგ სიტყვებს : ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ ასეთი სიტყვები მაქვს წაკითხული : ყველა როდი ცხონდება მონასტერში, ისევე როგორც ყველა არ წარწყმდება ერში (ძალინ გთხოვთ, თუ იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები შემახსენეთ). ასევე მინდა მოვიყვანო წმ. ეფრემ ასურის სიტყვები: "ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება" - მე მგონი ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია... შარშან ერთი კვირით ვიყავი კორცხელის "ივერიის ღვთისმშობლის" ხატის სახელობის დედათა მონასტერში (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია). არც კი ვიცი რა სიტყვებით გადმოგცეთ ის თუ რა მივიღე იმ ერთი კვირის განმავლობაში. მონასტერში ყოფნის ერთი წლისა და რამდენიმე თვის შემდეგაც კი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ცალკეა და ის ერთი კვირა - ცალკე. ამ ერთი კვირის განმავლობაში მე ვიგრძენი და ვნახე , თუ რა არის მოყვასის სიყვარული, ვნახე (სამწუხაროდ ვერ ვისწავლე) თუ რამდენად სათუთად უნდა მოექცე თითოეული ადამიანის სულს... დაუფასებელია მონაზვენბის მიერ საერო ადამიანებისთვის გაწეული ღვაწლი. ჩემთვის ამის ცოცხალი მაგალითი დედა მარიამია (ღმერთმა გააძლიეროს და განმტკიცოს!). მეუფე გერასიმემ კორცხელში ქადაგების დროს მონასტერს ამქვეყნიური სავანე უწოდა. მართლაც, მონასტერი ის ადგილია, სადაც სული წმინდაა დავანებული და ეს, მონასტერში შედგმული პირველი ნაბიჯებისთანავე იგრძნობა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მიგეღოთ უფლის ის დიდი შემწეობა, რომელსაც ის მონაზვნების ხელით გვიგზავნის. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი