საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Dec 25 2008, 10:22 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა # წმიდათა შორის მამისა ჩვენისა სწორედ ითქვა, ძირითადად გამოიყენება "მამებზე" ანუ "მღვდელთმთავრებზე", რომლებიც არიან წმიდანები ანუ არიან"წმიდათა შორის (წოდებით) მამები"... 19.30 იანვარს-ხსენება წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა და ა.შ. რაც მიანიშნეს. ანუ ეს არის ზედწოდება, შესაბამისად ღმერთს ეწოდება "პირველ ყოველთა წმიდა წმიდებს შორის: "აქა ყოველთა მხედველო ღმერთო და პირველ ყოველთა წმიდაო წმიდათა შორის, ისმინე ვედრებაჲ" (III მაკ. 2:16) ციტატა იესუ ქრისტეს მიმართაც: წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი, ალილუია! მაგრამ არც ისე უნდა გავიგოთ, რომ საკვირველი წმიდათა შორის მხოლოდ უფალს ეწოდოს:"წმიდათა შორის საკვირველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ", და საერთოდ "საკვირველი" თითქმის ყველა წმიდანის მიმართ გამოიყენება:"საკვირველო ნიკოლოზ, რათა ცეცხლისაგან ..." ასევე მთავარანგელოსის მიმართ"ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო. ჰოი, საკვირველო ..."ქეთევან დედოფალზე:"საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო, ..." ანუ ეს ტერმინი საზოგადოა, ხოლო " ციტატა პირველ ყოველთა წმიდაო წმიდათა შორის არის მხოლოდ ღმერთის წოდება, -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი