მასწავლებელი და სარწმუნოება, როგორ უნდა წარმართოს მასწავლებელმა მოზარდების სულიერი ცხოვრება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასწავლებელი და სარწმუნოება, როგორ უნდა წარმართოს მასწავლებელმა მოზარდების სულიერი ცხოვრება? |
maiazhizhila |
Dec 25 2008, 12:53 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,159 |
სკოლაში ვმუშაობ. ჩემს გვერდით არიან კოლეგები,რომლებიც მოსწავლე გოგონებს შარვლის ჩაცმას უშლიან.ეს ერთის მხრივ,მართლაც ღვთისთვის სათნო მოქმედებაა, მეგრამ მეორეს მხრივ,ეკლესიურად ვფიქრობ პირველ რიგში ოჯახმა და ეკლესიამ უნდა აღზარდოს მოზარდი.მასწავლებელს შეუძლია |თავისი აზრი მიაწოდოს მოსწავლეებს და არა სიტყვიერი თუ ფიზიკური ზეწოლით ,,მოაქციოს,, ისინი.
|
guest |
Dec 25 2008, 11:51 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მარიამი
ციტატა ვერ დაგეთანხმები. მე რომ შრომის და რუსულის მასწავლებლისგან ადამიანობა მისწავლია, მათგან რომ ზნეობის გაკვეთილები მაქვს მიღებული, იმის ფასი არც ის შრომა იყო და არც ის რუსული. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი ასწავლოს ბავშვს. ცხადია, ყველაზე დიდი დოზით თავისი საგანი smile.gif ეთიკა და ესთეთიკა ცხადია შედის მასწავლებლის პრეროგატივაში, მაგრამ თუ სახელმწიფო უშვებს სკოლაში არა უნიფორმის გარეშე სიარულს და მოსწავლეები ესთეთიკურად იმოსებიან ანუ არა გამომწვევად და ვულგალურად, რა უფლება აქვს მასწავლებელს თუნდაც შენიშვნა მისცეს შარვალზე მოსწავლე გოგონას. რელიგიური საკითხები კი შესაბამისი მეცნიერების პედაგოგისგან უნდა ეწოდებოდეს ბავშვს . თუმცა , აქაც არაფერ შუაშია შარვალი. ციტატა შარვლის აკრძალვას რაც შეეხება, მე საერთოდ სკოლაში ფორმის მომხრე ვარ. მაგრამ ძალიან არაეფექტურია, აუკრძალო ბავშვს, ვთქვათ, შარვლის ჩაცმა, ან სიგარეტის მოწევა, როცა იმავე სკოლის პედაგოგები შარვალსაც იცვამენ და სიგარეტსაც ეწევიან. ასევე მშობლებიც. მე არ ვაფასებ აქ შარვლის და სიგარეტის სიავკარგეს. უბრალოდ ვამბობ, არც ერთ აკრძალვას შედეგი არ ექნება, თუ თვითონ არ იქნები მაგალითი ბავშვისთვის. მასწავლებელს აქვს უფლება შენიშვნა მისცეს მოსწავლეს სიგარეტის წევაზე , თუნდაც თვით მასწავლებელი ეწეოდეს. მიზეზი: მოზარდისთვის უფრო მავნებელია ნიკოტინი. ასე რომ, მასწავლებელი ეწევა თუ არ ეწევა, ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს. ჩემი აზრით, ყველამ მის საგანს მიხედოს და როგორც ზემოთ ავღნიშნე, იყოს კულტურული, რომ მოსწავლისთვის სამაგალითო აღმოჩნდეს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი