ბარბარობა და ლობიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბარბარობა და ლობიანი |
tamara |
Dec 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...
სულ მაინტერესებდა - რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან... ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე - რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან - და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ. ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან - ანუ მრგვალ ფორმასთან - ანუ მზეს უკავშირდებოდა.. ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო.. |
tamara |
Dec 27 2008, 08:07 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
inaina
ბორჯღალო მზის სიმბოლოა და წარმართულ ხანაში დაკავშირებული იყო მზის კულტთან.. მზის კულტი კი თავის მხრივ დედა ღვთაების კულტის სიმბოლიკა იყო... ბორჯღალო და სვასტიკა ერთი და იგივეს აღმნიშვნელ სიმბოლოებია.. ბორჯღალა — ჯვრის ნაირსახეობა, სვასტიკის მრგვალმკლავა ვარიანტი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. გვხვდება უძველესი კულტურის კერებში: შუამდინარეთი, ირანი, ინდოეთი, კავკასიაში. მათგან უძველესი კავკასიური ნიმუშებია (მტკვარ-არაქსის კულტურა, აგრეთვე შუმერული, ინდო და ირანულ-არიული, თრიალეთის კულტურა, ელამი და სხვა). „ბორჯ“ ძველ ქართულად იგივეა, რაც — „ბურჯი“, „ფესვი“, ხოლო „ღალა“ ნიშნავს — „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალა არის სიტყვა-კომპოზიტი და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო. სვასტიკის მსგავსად, ბორჯღალა კოსმიური ენერგიის, კეთილდღეობის, ნაყოფიერების სიმბოლოა, ის არის მზის ნიშანი, ღვთაებრივი ბორბალის სიმბოლო. მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ „მოძრაობის მარადისობას“, უკვდავებას, ძალაუფლებას ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. იგია უმთავრესი და ცენტრალური სიმბოლო დედაბოძის ხატოვანი დამწერლობისა, რომლის ნიშნებს ქართული არქიტექტურა მტკვარ-არაქსის კულტურიდან იცნობს. გარდა ამისა, ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბორჯღალას უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს. ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელის სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა. 7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია: მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი ზუალი — სატურნი ჰელიო(იგივე არდი) —მზე ბორჯღალა დღეს [რედაქტირება] ბორჯღალა ისევ პოვებს საქართველოში დიდ გამოყენებეს. ის გამოსახულია საქართველოს ეროვნული ვალუტა — ქართულ ლარზე და პასპორტზე http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%...%83%9A%E1%83%90 წარმართული ბარბალის სახელი დაკავშირებულია სიტყვა ბორბალთან - ანუ იგივე ბორჯღალოსთან... თუმცა მე პირადად ყველაზე მეტად გამაოცა სვეტიცხოვლის კედელზე ამ სვასტიკებმა და რვაფოთლიანმა ყვავილებმა... ეს კი ბორჯღალო - ასევე სვეტიცხოვლის კედელზე ეს კი ბაგრატის ტაძრის ბორჯღალოა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი