წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Dec 28 2008, 01:16 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება? რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ? დავით აღმაშენებელი წმინდანია? ახალი "ბომბი" თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ? ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია ციტატა ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით... დანარჩენი ზემოთ წერია... პ.ს. ციტატა 50,000 წამებულის მაგალითი; ეს რიცხვი ცოტა მეუცნაურა ასი ათასს ხომ არ გულისხმობდი? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი