IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება
ნათია
პოსტი Dec 18 2008, 10:42 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ინტერნეტში რაღაცას ვეძებდი და ასეთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი...


"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.

ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.

"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.

"მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა.

ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა".


რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი

მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას.

ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას.

პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო.

"მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა.

ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია


ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში.

გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა.

მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ.

ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია.


და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები."


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Dec 29 2008, 04:55 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



egri3
ციტატა
ჯერ ერთი არა უცებ.
მეორეც მე არ ვამბობ რომ ეგრე არ არის.
მე ვამბობ - დამიმტკიცე რომ ეგრეა.


საოცარია პირდაპირ....

ეგ იგივეა, კაცს უთხრა, მთვარემდე მანძილი გამიზომე ფილოლოგიის საფუძველზეო laugh.gif ყველაფრის დამტკიცებას შესაბამისი მეცნიერების ან ცოდნა სჭირდება, ან (თუ ყველაფრის სწავლა გეზარება), მაშინ კონკრეტული მეცნიერი პირების დაჯერება.

მაგალითად, მე გაგებაში არ ვარ როგორ გაიგეს, რომ
ა) მზის ზედაპირზე ტემპერატურა 6000 C-ია.
ბ) უახლოესი ვარსკვლავი მზის შემდეგ კენტავრის ალფაა, რომლამდეც მანძილი 4,5 ს/წ-ია

და მრავალი სხვა.

მაგრამ ვინც ამას იკვლევს - მჯერა მისი.

ათეისტებს გეუბნებიან, რომ ღმერთი და ანგელოზები არის არამატერიალური სამყარო (უფრო სწორედ, იმგვარი მატერიის, რაც ჩვენთვის უხილავია).
ამ სამყაროს შეისწავლის თეოლოგია და პრაქტიკულ ცხოვრებაში ატარებენ ტაძრის მსახურები (ნებისმიერი რელიგიის).

ან მათ უნდა ენდო,

ან გახდე ათონელი ბერების დონის ლოცვით, და რომ ვერ იხილავ ვერაფერს, მერე თქვი, რომ ეს მცდარია.

დალოცვილო, ფიზიკა არ გინდოდეს ისწავლო და თან აგიხსნან როგორ იზომება ციურ სხეულებამდე მანძილი, ეს როგორ გამოვა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება   Dec 18 2008, 10:42 AM
Giorgi-   ნათია ვიფიქრებდი ...   Dec 18 2008, 10:48 AM
egri3   ნათია ცუდად მსჯელ...   Dec 18 2008, 04:56 PM
გიორგი   egri3 იმიტომ, რომ ჰგონ...   Dec 18 2008, 05:22 PM
წკაპო   კეთილი იყოს ჩემი კ...   Feb 18 2009, 05:44 PM
Ismail   ვა ეს რაღაც ახალია.....   Dec 18 2008, 05:42 PM
Delusion   მეცნიერი და მღვდელ...   Dec 18 2008, 08:08 PM
m16   ვერ გავიგე... მათემ...   Dec 18 2008, 08:26 PM
ნათია   egri3 გაზეთი "რეზონა...   Dec 18 2008, 09:31 PM
m16   რა დაიანგარიშა? რა ...   Dec 18 2008, 09:43 PM
galaqtikosi   მდააააააააააა.....   Dec 18 2008, 10:05 PM
m16   ისე საინტერესო და ...   Dec 18 2008, 11:05 PM
მატასი   მდაააააა ფორმულებ...   Dec 19 2008, 12:26 AM
lelai   თვალში მომხვდა მაი...   Dec 19 2008, 01:51 AM
d.p   იმენნო : )))) 62 პროცე...   Dec 19 2008, 07:21 AM
egri3   გიორგი გარკვეული ...   Dec 19 2008, 05:13 PM
ნათია   egri3 მე ინტერნეტში ვ...   Dec 19 2008, 05:15 PM
CONSCIENTIOUSNESS   რა საოცარია :) 62% იქე...   Dec 23 2008, 04:05 PM
ნათია   კანუდოსელი ზაზ დაძ...   Dec 23 2008, 09:17 PM
კანუდოსელი   არანაირი ფორმულა ა...   Dec 24 2008, 04:29 PM
staywhite   კანუდოსელი ფორმულ...   Dec 24 2008, 05:08 PM
xornabujeli   ინტერნეტში რაღაცა...   Dec 24 2008, 07:22 PM
egri3   xornabujeli ნამდვილად ასე...   Dec 29 2008, 03:33 PM
გიორგი   egri3 ჰო, მაგრამ ხომ შე...   Dec 29 2008, 03:39 PM
egri3   გიორგი არა. იმით, ...   Dec 29 2008, 03:58 PM
გიორგი   egri3 ე.ი. ღმერთის არ ა...   Dec 29 2008, 04:07 PM
egri3   გიორგი ღმერთის არ...   Dec 29 2008, 04:32 PM
კანონისტი   egri3 გამომგონებლებმ...   Dec 29 2008, 04:37 PM
გიორგი   egri3 ნობელის პრემიის...   Dec 29 2008, 04:46 PM
egri3   კანონისტი ტერმინე...   Dec 29 2008, 04:49 PM
m16   გვანახეთ რა ფორმულ...   Dec 29 2008, 04:54 PM
კანონისტი   egri3 საოცარია პირდა...   Dec 29 2008, 04:55 PM
m16   ეგ მე გავზომე მეტრ...   Dec 29 2008, 04:59 PM
გიორგი   egri3 თუ დასამტკიცებე...   Dec 29 2008, 05:21 PM
egri3   კანონისტი და თუ რა...   Dec 29 2008, 05:31 PM
კანონისტი   egri3 მაგრამ პარალელუ...   Dec 29 2008, 05:35 PM
egri3   კანონისტი არა. ვეძ...   Dec 29 2008, 05:46 PM
გიორგი   egri3 რატომ? მე მჯერა, ...   Dec 29 2008, 05:53 PM
კანონისტი   egri3 და, თუკი რაიმე ინ...   Dec 29 2008, 05:54 PM
k@the   ყველაფერი რომ მტკი...   Dec 29 2008, 05:56 PM
iber   ყველაფერი რომ მტკ...   Dec 29 2008, 06:38 PM
კანონისტი   k@the და ვინ გითხრა, რო...   Dec 29 2008, 06:03 PM
egri3   გიორგი როცა მის არ...   Dec 29 2008, 06:20 PM
გიორგი   egri3 რატომ? (ეს მაშინ ...   Dec 29 2008, 06:26 PM
k@the   egri3 მათემატიკაშიც ა...   Dec 29 2008, 06:27 PM
egri3   გიორგი რისთვის? რა...   Dec 30 2008, 12:32 PM
k@the   egri3 მათემატიკა თავა...   Dec 30 2008, 01:32 PM
egri3   k@the ამაზე არ ვიდაოთ. ...   Dec 30 2008, 02:55 PM
iber   egri3 -მარტო ჭიანჭვალ...   Dec 30 2008, 03:00 PM
egri3   iber მე რომ ჭიანჭველა...   Dec 30 2008, 03:16 PM
კანონისტი   egri3 და რატომ გგონია, ...   Dec 30 2008, 03:32 PM
k@the   k@the ამაზე არ ვიდაოთ....   Dec 30 2008, 03:38 PM
egri3   კანონისტი არაფერი...   Dec 30 2008, 03:47 PM
k@the   მეტი რაღა კერძოდ? ე...   Dec 30 2008, 03:55 PM
egri3   k@the მდაა. ამის შესახ...   Dec 30 2008, 04:03 PM
გიორგი   ე.ი. ეს იგი კი არის ...   Dec 30 2008, 04:05 PM
egri3   გიორგი დიდი მადლო...   Dec 30 2008, 04:06 PM
გიორგი   egri3 მალადეც! :D   Dec 30 2008, 04:08 PM
k@the   k@the მდაა. ამის შესახ...   Dec 30 2008, 04:13 PM
გიორგი   k@the ეგრი კიდევ მართა...   Dec 30 2008, 04:14 PM
k@the   გიორგი მე არ მითქვ...   Dec 30 2008, 04:16 PM
iber   egri3 მე და თქვენზე არ...   Dec 30 2008, 04:34 PM
egri3   k@the ამავე განყოფილე...   Dec 30 2008, 05:03 PM
iber   iber არის. მორწმუნეზ...   Dec 30 2008, 05:39 PM
k@the   k@the ამავე განყოფილე...   Dec 30 2008, 05:12 PM
staywhite   egri3 და მერე არ გეჩვე...   Dec 30 2008, 05:20 PM
egri3   staywhite ეგებ და იქნებ ბ...   Dec 30 2008, 06:08 PM
iber   egri3 ისევ ვერ მიხვდით...   Dec 30 2008, 06:18 PM
egri3   iber ეგრე შედარებები...   Dec 30 2008, 06:26 PM
iber   iber ეგრე შედარებები...   Dec 30 2008, 06:30 PM
staywhite   egri3 ეგ ჩემს პოსტთან ...   Dec 31 2008, 12:54 AM
egri3   staywhite დასაწყისმოგლე...   Dec 31 2008, 11:25 AM
staywhite   egri3 მოუგლეჯელზეც იგ...   Jan 1 2009, 10:39 AM
iber   egri3 რატომ არ გაწუხე...   Jan 1 2009, 05:55 PM
staywhite   iber მაგის დაწერა მეც...   Jan 1 2009, 08:58 PM
egri3   iber იმიტომ. :) იმიტომ,...   Jan 5 2009, 01:13 PM
კანონისტი   egri3 ამ წინადადებაში...   Jan 5 2009, 03:40 PM
egri3   კანონისტი მეც მონ...   Jan 5 2009, 03:58 PM
iber   egri3 რას და ეჭვიანობ...   Jan 6 2009, 02:56 PM
egri3   iber მე არ მომიტანია. ...   Jan 6 2009, 04:02 PM
KveS_!   egri3 მე არ მომიტა...   Jan 6 2009, 05:55 PM
iber   [b]iber მე არ მომიტანი...   Jan 6 2009, 06:54 PM
კანონისტი   egri3 :lol: :lol: :lol:   Jan 6 2009, 05:40 PM
egri3   iber მიმახვედრეთ. :) ნ...   Jan 8 2009, 11:04 AM
mekaje   egri3 თუ შეიძლება, ამი...   Jan 8 2009, 01:09 PM
staywhite   egri3 ეგრი, ძვირფასო , ...   Jan 8 2009, 01:59 PM
egri3   mekaje არ შემიძლია. ვე...   Jan 8 2009, 02:04 PM
კანუდოსელი   ღმერთის არსებობა დ...   Jan 8 2009, 02:41 PM
თამარი_ცქნაფო   ღმერთის არსებობა ...   Jan 8 2009, 10:36 PM
staywhite   კანუდოსელი თამარი_...   Jan 8 2009, 10:51 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite გეთანხმები, უბ...   Jan 8 2009, 10:53 PM
staywhite   თამარი_ცქნაფო მე ზ...   Jan 8 2009, 11:03 PM
კანუდოსელი   ისევ ეს თემა იყოს, ქ...   Jan 12 2009, 12:07 PM
Ismail   ძალიან "მრავალპრ...   Jan 14 2009, 11:01 PM
diletanti   ისე მაინტერესებს ა...   Jan 14 2009, 11:16 PM
egri3   diletanti რის?   Jan 15 2009, 10:40 AM
Adam   მეთქი მართლა რამე ...   Jan 15 2009, 11:56 AM
Georgia_me1121   რა ჭკივანი მეცნიე...   Jan 26 2009, 08:53 PM
k@the   წკაპო კეთილი იყოს ...   Feb 18 2009, 06:03 PM
წკაპო   წკაპო კეთილი იყოს ...   Feb 18 2009, 06:11 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 01:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი