![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ინტერნეტში რაღაცას ვეძებდი და ასეთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი...
"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს. პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს. ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა. "მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით. "მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა. ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა". რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას. ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას. პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი. ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო. "მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა. ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა. მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში. გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა. მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ. ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია. და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები." -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
egri3
ციტატა მაშინ ამგვარი დაშვება (ღმერთის არსებობის) არ უნდა შემოიღო. რატომ? მე მჯერა, რომ ღმერთი არსებობს. ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ მჯერა უბრალოდ და ჩემი ცნობიერება უშვებს მის არსებობას. მათემატიკაში არსებობს ამგვარი მეთოდი: უშვებენ საწინააღმდეგოს და თეორია უნდა აღმოჩნდეს წინააღმდეგობაში რეალობასთან. მე ღმერთის დაშვებით მეცნიერულ მტკიცებულებებს არ დავეჯახე. ეს ღმერთის არსებობის დამტკიცება არ არის, მაგრამ მისი არსებობის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. ციტატა მაგრამ არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ ყველა ამგვარი ფაქტი უზენაესს მივაწეროთ და ჩვენ კი უსაქმური კმაყოფილებით კვლევა შევწყვტოთ. მისმინე... ღმერთს კი არ უნდა მივაწეროთ და კვლევა შევწყვიტოთ, მაგრამ სანამ საწინააღმდეგოს ვერ დავინახავთ იქმდე ყოველთვის შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ღმერთი არსებობს. სანამ ამის გაფიქრების უფლება გვაქვს იქამდე ღმერთის არ არსებობა ცალსახა არ არის. ციტატა სწორედ რომ სწამს - ცოდნა არ გააჩნია. არც მას და არც არავის. მართალია, მაგრამ მისი რწმენა წინააღმდეგობაში არ მოდის თვით ისეთი მეცნიერების ცოდნასთან, რომლის საფუძველზეც დგას თანამედროვე კოსმოლოგია. ე.ი. ღმერთის არ არსებობა არ მტკიცდება. ციტატა ამიტომაც ვაღიაროთ მხოლოდ იმის არსებობა რისი მტკიცებაც შეგვიძლია. ჰო, მაგრამ მე პასუხი მინდა რამ გადაარჩინა ბიზნესმენი და რა ნახა პაციენტმა... მითხრას პასუხი მეცნიერებამ. ჩემი ცნობისმოყვარეობა დაჟინებით მოითხოვს პასუხს მეცნიერებისგან, რომელსაც ვერ ხედავს და რადგანაც ვერ ხედავს, ხვდება რომ მეცნიერება ძალიან სუსტია და თავისთავად რჩება ადგილი ალტენატიული მოსაზრებებისათვის, რომელთა ბოლოს ღმერთი დგას. სხვა უნიკალური ფაქტებიც არსებობს, რაც გამოუვალს ხდის მდგომარეობას. მაგალითად: კლინიკური სიკვდილის გამოსახულებებს მიაწერენ ჟანგბადის მიწოდების დაცემით გამოწვეულ ჰალუცინაციებს. თავი დავანებოთ იმ საკითხს, რომ ჰალუცინაცია რეალობა რატომ უნდა გამომდგარიყო... რეალურად კლინიკური სიკვდილების ძალიან მცირე შემთხვევას (3-5%) ახასიათებს მონათხრობი იმქვეყნიურ თუ ამქვეყნიურ ხილვებთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევებში არის მხოლოდ მეხსიერების წყვეტა და მეტი არაფერი. არადა პაციენტების უმეტესობას (თითქმის 90%-ს) აღენიშნება ჟანგბადის უკმარისობა. რატომ არ აქვთ მათ ჰალუცინაციები? უფრო მეტიც. კლინიკური სიკვდილის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს ვიზუალურ ჩვენებებთან, დაახლოებით ნახევარი ხდება ჟანგბადის ნაკლებობის ფონზე. არადა არსებობს კლინიკური სიკვდილის ჩვენებები ყოველგვარი ჟანგბადის ნაკლებობის გარეშე. მაშინ რა შუაშია ჟანგბადი? ტვინის ფუნქციის ნულოვანი ელექტრობისას რა წარმოშობს აზრებს? ეს აზრები რატომ ემთხვევა რეალობას? პასუხი მინდა. პასუხი არ არსებობს. P.S. ღმერთის არსებობა ცალსახად გამორიცხული, რომ იყოს (თუნდაც მეცნიერების მიერ) შენზე ადრე ვიქნებოდი ათეისტი. ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 01:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი