![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
Abe
ციტატა შენ წვავ იმ წიგნს რაც შენთვის უაზროა. აი, აქ არის დიდი პრობლემა, რადგან 100% უაზრო წიგნი ცოტაა. გავიხსენოთ, თუ როგორ ითვისებდნენ ქრისტიანი ღვთისმეტყველები ანტიკური ფილოსოფიის საგანს. იღებდნენ იმას რაც სასარგებლო იყო და განაგდებდნენ რაც უვარგისი. ხოდა იმ წიგნებში, რომელიც გამზადებულია დასაწვავად, შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამ ამოიკითხოს ადამიანმა. აი, მაგალითისთვის მოვიყვან ლაო ძის "დაო დე ძინს". არის თუ არა ეს წიგნი დასაწვავი? ან თუნდაც ყურანი, სადაც ქრისტე მოციქულადაა სახელდებული ან ბხაგავატ გიტა. აქ იოლია უარი თქვა დაწვაზე, მაგრამ აბა ამ წიგნებს რა ვუყოთ: შტაინერი, შრი რაჯინეში (ოშო), ბერტრან რასელი, ნიცშე და ა.შ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 05:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი